სხვა სამეცნიერო ლოცვები, რომელიც სურვილებს ასრულებს – ჯოზეფ მერფი 2019, 9 იანვარი, 12:14 მეგობრებო, ოდესმე თუ გსმენიათ, რომ ჯოზეფ მერფი სამეცნიერო ლოცვებს წერდა, რომელიც სურვილებს ასრულებს? შესაძლოა წაგიკითხავთ მისი წიგნები, ან თვალი მოგიკრავთ სტატიებისთვის, სადაც ნახსენებია ან მაგალითისთვის მოყვანილია მისი ლოცვები.
თუ თქვენ ახალბედა ხართ იმის შესწავლაში, თუ როგორ მუშაობს ფიქრის ძალა, სავარაუდოდ, პირველად ისმენთ ამის შესახებ. დღეს მოგიყვებით, ვინ არის ეს ადამიანი, რაში მდგომარეობს მისი სამეცნიერო ლოცვების არსი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ცხოვრებაში.
პირდაპირ გეტყვით, რომ ჯოზეფ მერფის ლოცვები შექმნილია ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისთვის. დაწერილია როგორც ქალებისთვის, ისე – კაცებისთვის. ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს მოიცავს: სიყვარული, ჯანმრთელობა, ოჯახი, სიმდიდრე, ბიზნესი, სახლი, თავდაჯერებულობა, საყვარელი საქმე და ა.შ.
რაც შეეხება ჯოზეფ მერფის – ძალიან საინტერესო ადამიანია, ფილოსოფოსი, მწერალი, პოზიტიური აზროვნების მკვლევარი. დაწერილი აქვს 30 წიგნზე მეტი, რომელიც ფსიქოლოგიურ თვითდახმარებას და თვითსრულყოფილებას ეხება. ზუსტად ჯოზეფ მერფიმ შექმნა ტერმინი – სამეცნიერო ლოცვები ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისთვის.
საკუთარ წიგნებში მეცნიერი გვიყვება, თუ როგორ ავიხდინოთ სურვილები. მოახდინა საკუთარი ლოცვების პოპულარიზაცია, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს ბევრი ადამიანისთვის, ვისაც სჯერა და აქტიურად იყენებს ცხოვრებაში.
რა განსხვაბებაა რელიგიურსა და ჯოზეფ მერფის სამეცნიერო ლოცვებს შორის?
ჯოზეფ მერფის სამეცნიერო ლოცვები არ მოითხოვს რომელიმე რელიგიის წარმომადგენლობას, არამედ დამყარებულია საკუთარი თავის რწმენაზე და სამყაროს შესაძლებლობებზე. ლოცვები არ შეიცავს თხოვნებს. როგორც თავად ავტორი ამბობს, "ჩვენ უკვე გვაქვს ის, რასაც ვთხოულობთ. არ ღირს თხოვნა და ლოდინი, რადგან სურვილი, ასე თუ ისე, ახდება. საკმარისია მხოლოდ რწმენა. ბოლომდე ირწმუნოთ, რომ ის ახდება."
ზოგადად ჩვენთვის დამახასიათებელია ეჭვის შეტანა და გარანტიების მოთხოვნა. რელიგიური ადამიანების უმრავლესობა ლოცვის შემდეგ მის მტკიცებულებას ეძებს. ყველაფერი კი ძალზე მარტივია – გარანტია ჩვენი შინაგანი ძალაა. ჩვენი შინაგანი რწმენა იმაში, რომ ჩვენ მივიღებთ ყველაფერს, რასაც მოვინდომებთ, ის რომ ჩვენი სურვილი ახდება.
ჯოზეფ მერფის სამეცნიერო ლოცვების ზეპირად სწავლა არ ღირს – ეს წარმოადგენს თავისუფალ დიალოგს სამყაროსა და თქვენს შინაგან ძალას შორის.
მერფის სამეცნიერო ლოცვები: როგორ ვილოცოთ?
მთავარია, რისგან შედგება ჯოზეფ მერფის სამეცნიერო ლოცვები –ეს პოზიტიური მტკიცებულებაა. ისევე როგორც აფირმაციები (პოზიტიურ დებულებები, რომლებშიც აქცენტი კეთდება იმაზე, რასაც საჭიროებს ადამიანი და მიმართულია აზრებისა და რწმუნებების შეცვლაზე დადებითი მიმართულებით), ლოცვები წარმოადგენს ძლიერ ინსტრუმენტს თქვენს ირგვლივ არსებული რეალობის შესაცვლელად. ყველა თქვენი ფიქრი ტვინის უჯრედებში კვალს ტოვებს, რომელიც შემდგომ რეალობაში გარკვეული სახით თავს იჩენს.
მაგალითისთვის, თქვენი მეგობრები წუწუნებენ ცხოვრებაზე, უფროსი არსებულ კრიზისა და სახსრების უქონლობაზე, ახალი ამბებში ხომ უმეტესად ნეგატიურ ინფორმაციას გადმოსცემენ. თუ ამ ყოველივეს თქვენს ცნობიერებაში შეუშვებთ – მერწმუნეთ, რომ რეალობაც ასეთივე გახდება.
მაშინ რა უნდა გავაკეთოთ?
უბრალოდ ნეგატიური ფიქრები პოზიტიურად გადააქციოთ. რაც უფრო ხშირად იფიქრებთ კარგზე, უფრო მეტი სწორედ ეს კარგი იქნება თქვენს ცხოვრებაში. როგორც დედა ტერეზამ თქვა: "ნუ დამიძახებთ ომის საწინააღმდეგო მიტინგზე. დამიძახეთ, როცა მშვიდობისთვის ორგანიზებულ მიტინგზე წახვალთ!"
სწორედ ამიტომ ჯოზეფ მერფიმ მოახდინა სამეცნიერო ლოცვების ფორმულირება ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისთვის. საკმარისია მხოლოდ ამობეჭდოთ და წაიკითხოთ ყოველ დღე. უმჯობესია დღეში ორჯერ, გაღვიძებისას და ძილის წინ. იმ დროს როდესაც მაქსიმალურად მოშვებულები ხართ. ლოცვებს 10-15 წუთი მაინც უნდა დაუთმოთ.
სცადეთ და იკითხეთ ერთი თვის მანძილზე. წაიკითხეთ, დაიმახსოვრეთ, შეიგრძენით და სრულად აღიქვით. მნიშვნელოვანია როგორი ემოციით წარმოსთქვამთ, რა ენერგიას ჩადებთ მათში. კონცენტრაცია მოახდინეთ ლოცვაზე, დაივიწყეთ ეჭვებისა და შიშების შესახებ.
სურვილისამებრ შეგიძლიათ გადაწეროთ ლოცვა საკუთარი ხელით. ამით უფრო გასაგები გახდება. ირწმუნეთ, რომ ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად არ დააყოვნებს.
ჯანმრთელობის ლოცვა მე აღვადგენ შენს ჯანმრთელობას და ვკურნავ შენს იარებს, ამბობს ღმერთი.
მე ვიცი, რომ ღმერთვისთვის ყველაფერი შესაძლებელია.
მე ამის მწამს და მთელი გულით ვიღებ ამას.
მე ვიცი, რომ დიდი ძალა ჩემში სიბნელეს სინათლედ გადააქცევს.
ახლა მე ვხედავ ღმერთს, რომელიც ჩემშია. მე ვამბობ ჩემი გონების და სხეულის სამკურნალო ლოცვას.
მე კავშირში ვარ სიცოცხლესთან, სიყვარულთან, ჭეშმარიტებასთან და სილამაზესთან, რომელიც ჩემშია.
მე ღვთის სიყვარულს ვეყრდნობი.
მე ვიცი, რომ ახლა ჰარმონია, ჯანმრთელობა და სიმშვიდე მავსებს მე. რამდენადაც მე ვცხოვრობ და ვმოქმედებ, ვამტკიცებ, რომ მაქვს იდეალური ჯანმრთელობა და ეს რეალობა ხდება. ახლა მე წარმოვიდგენ სურათს და ვგრძნობ ჩემი სრულყოფილი სხეულის არსებობას.
მე ვივსებით სიმშვიდის გრძნობით. მადლობა ამისთვის, ღმერთო.
ღვთაებრივი სიყვარულის ლოცვა
ღვთაებრივი სიყვარულით გარემოცული ვარ.
ღვთაებრივი სიმშვიდე ავსებს ჩემს სულს.
ღვთაებრივი სინათლე მიჩვენებს გზას.
ღვთაებრივი ხელმძღვანელობა ახლა ჩემს ხელშია.
ღვთაებრივი სილამაზე ავსებს ჩემს გულს.
ღმერთი მე ყველაფერში მხარს მიჭერს!
ლოცვა რთული სიტუაციებისთვის
ღვთის საჩუქარი – ჩემი საჩუქარია. მე დღის ყოველი წუთით ვსარგებლობ ღვთის სადიდებლად. ჩემთანაა ღვთაებრივი ჰარმონია, სიმშვიდე და სიუხვე. ღვთაებრივი სიყვარული გამოდის ჩემგან, ყველას ვლოცავ, ვინც ჩემს ირგვლივაა. ახლა ღვთაებრივი სიყვარული მკურნავს მე.
არ მეშინია ბოროტის, რადგან ღმერთი ჩემთანაა. მე ყოველთვის გარემოცული ვარ წმინდა ღვთაებრივი სიყვარულითა და ძალით.
მე დარწმუნებული ვარ, ვგრძნობ, ვიცი, ნამდვილად მწამს, რომ ღვთაებრივი სიყვარულის ძალა სწორ გზაზე აყენებს, კურნავს და ზრუნავს ჩემი ოჯახის წევრებზე და მათზე, ვინც მე მიყვარს.
მე მივუტევებ ყველას და გულწრფელად ვუსურვებ მათ ღვთაებრივ სიყვარულს, სიმშვიდეს და კეთილდღეობას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩემში გამეფებულია სიმშვიდე, ეს ღვთაებრივი სიმშვიდეა.
ამ სიწყნარეში მე ვგრძნობ ღვთის ძალას და სიყვარულს, მის წმინდა სუფევას. მე ღმერთი მიჩვენებს ყველა გზას, რომელსაც დავადგები.
მე ვარ სუფთა წყარო ღვთაებრივი სიყვარულის, ჭეშმარიტების და სილამაზის. მე ვგრძნობ როგორ მიედინება ჩემში მისი სიმშვიდე. მე ვიცი, რომ ყველა ჩემი პრობლემა ქრება ღმერთის გონებაში. ღვთის გზა – ჩემი გზაა. სიტყვები, რომელსაც მე ვამბობ, იქ ხვდება, სადაც ვაგზავნი.
მე მიხარია და მადლობას ვუძღვნი, ვაცნობიერებ რომ პასუხს მივიღებ ჩემს ლოცვაზე. და ეს ასეა.
ლოცვა სიმდიდრისა და ბიზნესში წარმატებისთვის მე მივხვდი, სად არის მუდმივი სიმდიდრის წყარო, რომელიც არასოდეს თავდება.
ყველა გზაზე ღვთიური ძალა მაყენებს, და მე ვიღებ ყველა ახალ იდეას.. უსაზღვრო ინტელექტი მუდმივად მაძლევს საშუალებას ჩემს ახლობლებს დავეხმარო. ის მმართავს და ხელს მიწყობს შევქმნა ისეთი რამ, რომელიც დაეხმარება ადამიანებს. მე ვიხმობ საუკეთესო ადამიანებს საკუთარი ბიზნესის წარმოებისას.
მე ძლიერი მაგნატი ვარ და ზღაპრულ სიმდიდრეს ვიზიდავ იმით, რომ ადამიანებს ვუზრუნველყოფ მაღალი ხარისხის პროდუქციით და მომსახურების დონით. მე გამაჩნია მაღალი ინტელექტი და მესმის რა არის სიმდიდრის ჭეშმარიტი არსი. მაღალი ღვთიური ძალა ყოველთვის ხელმძღვანელობს ჩემს გეგმებს და მიზნებს, და ყველა ჩემი მიღწევა ეფუძნება იმ ჭეშმარიტებას, რომ ღმერთი ხელმძღვანელობს და მიმართულებას აძლევს ყველა ჩემს ქმედებას.
მე ყოველთვის შინაგანად და გარეგნულად მშვიდად ვარ. უდიდესი წარმატება მაქვს. მე ღმერთთან ერთად ერთ მთლიანობას წარმოვადგენ, ღმერთი კი ყოველთვის წრმატებულია. მეც ასევე წარმატებული ვარ. და ახლაც წარმატებული ვარ. მე სწრაფად ვითვისებ ჩემი ბიზნესის ყველა დეტალის არსს.
მე სიყვარულით და გულისხმიერებით ვექცევი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ირგვლივაა და ჩემთვის მუშაობს. მე ჩემს გულს და გონებას ღვთაებრივი სიყვარულით, ძალით და ენერგიით ვავსებ. ყველა ის, ვინც ჩემთან არის კავშირში, წარმოადგენს ჩემი ზრდის, განვითარების, კეთილდღეობის სულიერი კავშირის ნაწილს.
მე ყველაფერს ღვთის სადიდებლად ვაკეთებ. მე მდიდარი ადამიანი ვხდები!
ლოცვა სიმშვიდის მოსაპოვებლად
ღვთაებრივი სიმშვიდე, რომელიც არაფერს შეედრება აღავსებს ჩემს სულს და გონებას.
მე სრულად ვარ დაწყნარებული, რამდენადაც ყოველ წუთს ჩემი ფიქრები სავსეა სიკეთით, ჰარმონიით და სიმშვიდით
მე ცნობიერებას ვავსებ ჰარმონიითა და სიკეთით. ღმერთი – მწყემსია ჩემი, მისი
სიმშვიდის მდინარეები ჰარმონიით მავსებს. ახლა შემიძლია დავმშვიდდე და დავიძინო, რადგან ვიცი, რომ მისი კურთხევის და დაცვის ქვეშ ვიმყოფები.
დღევანდელი დღე – ღმერთის დღეა. მე ვირჩევ ჰარმონიას, სიმშვიდეს, იდეალურ ჯანმრთელობას, ღვთის კანონს და წესრიგს, ღვთის სიყვარულს, სილამაზეს, სიუხვეს, დაცულობას და შთაგონებას. ამ ჭეშმარიტების მტკიცებით, მე ვიცი, რომ ჩემი ქვეცნობიერის შესაძლებლობები მოქმედებაში მომყავს, რომელიც მაიძულებს ყველა ამ თვისების დემონსტრირებაში. მე ვიცი, რომ ღმერთს შეუძლია ჩემთვის იმ ყველაფრის მოცემა, რაც მე მინდა. მადლობა, ღმერთო, იმისთვის, რომ ეს ასეა.
პესიმიზმის დასაძლევად და სურვილის ასასრულებლად
უსასრულო სიბრძნე, რომელმაც მოიტანა ეს სურვილი ჩემს გულში, მივყავარ და მიმართულებას მაძლევს ყოველთვის და მაჩვენებს უკეთესს გზას ჩემი სურვილების ასასრულებლად. მე ვიცი, რომ ჩემი ქვეცნობიერის შორსმჭვრეტელობა გაიმარჯვებს და ჩემს ყველა ფიქრს, გრძნობას და წარმოდგენას განახორციელებს. ჩემში და ჩემს ირგვლივ ჰარმონია, წონასწორობა და სულიერი სიმშვიდეა გამეფებული.
ლოცვა სურვილების ასრულებისთვის
ხელით ჩაწერეთ თქვენი სანუკვარი ოცნება.
ქვემოთ კი ეს ლოცვა დაწერეთ. წაიკითხეთ გაღვიძების და ძილის წინ 15 წუთი 2 კვირის მანძილზე. ახდება ნებისმიერი სურვილი, რომელიც ზიანს არავის მოუტანს:
ყველა ჩემი სურვილი გაცნობიერებული მაქვს, მე ვიცი, რომ ისინი უხილავ სამყაროში არსებობენ.
ახლა მე ვითხოვ რომ შემისრულდეს და მზად ვარ მივიღო ეს საჩუქარი.
მე ვეყრდნობი ჩემი შემოქმედებითი ძალის ნებას, რომელიც ჩემშია. ის ყველა საოცრების და სიკეთის წყაროა. მე ვგრძნობ, თუ როგორ იბეჭდება ჩემი სურვილი ქვეცნობიერში, იმისთვის რომ შემდგომ ახდეს. რადგან ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, ადრე თუ გვიან სინამდვილეში ხდება. ასეთია ჩვენი ცნობიერების მუშაობის პრინციპი.
მე ვგრძნობ, რომ ის, რაც ვითხოვე, აუცილებლად ახდება და ამიტომ სრულიად მშვიდად ვარ.
ჩემს გულში მტკიცე რწმენაა, რომ სურვილი მალე ახდება. მთელი ჩემი არსება სავსეა სასიხარულო მღელვარებით.
მე მშვიდად ვარ, რადგან ღმერთი თავად სიმშვიდეა. მადლობა შენ, მამაო ჩვენო. დაე, იყოს ასე!
ლოცვა იდეალური მეორე ნახევრის მისაზიდად
მე ვიცი, რომ მე და ღმერთი ახლა ერთი მთლიანი ვართ.
მასში ვცხოვრობ, ვმოძრაობ და ვიმყოფები. ღმერთი სიცოცხლეა და ეს ყველა კაცისა და ქალის სიცოცხლეა. ყველა ჩვენ ერთი ღმერთის შვილები ვართ. მე ვიცი და მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვეყვარები და დამაფასებს.
მე ვიცი, რომ მას ბედნიერებას და სიმშვიდეს შევუქმნი. მას უყვარს ჩემი იდეალები, მე კიდევ – მისი. მას არ სურს ჩემი შეცვლა, და მე არ მინდა მისი შეცვლა. ჩვენს შორის ორმხრივი სიყვარული, თავისუფლება და პატივისცემაა. ახლა მე შევიგრძნობ იმ ღირსებებს და პირად თვისებებს, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ ჩემს მეორე ნახევარში. მე მასთან ერთი მთელი ვარ ჩემს გონებაში. ჩვენ ვიცნობთ და გვიყვარს ერთმანეთი ღვთაებრივ გონებაში.
მე ვხედავ მასში ღმერთს, ის კიდევ ჩემში ხედავს ღმერთს. გავიცანი რა ის ჩემს შიგნით, მე უნდა გავიცნო ის რეალურ ცხოვრებაში, რამდენადაც ეს ჩემი საკუთარი გონების კანონია. ეს სიტყვები აღწევს მას, ვისთვისაცაა გაგზავნილი.
მე ვიცი, რომ ახლა ეს ხორციელდება, სრულდება ღმერთში. მადლობა შენ, მამაო ჩვენო.
ეს ლოცვა აუცილებლად წაიკითხეთ ყველაზე ბოლოს:
ლოცვა რწმენის გასაძლიერებლად ჩემში ჩასახული სიტყვა მაძლევს მე თავდაჯერებულობას იმაში, რომ ჩემს ლოცვაზე პასუხს მივიღებ. როდესაც მე წარმოვთვავ სიტყვას გამოჯანმრთელებაზე, წარმატებაზე და კეთილდღეობაზე, ვიცი რომ ნამდვილად შესრულდება.
ჩემს სიტყვას ძალა აქვს, რადგან ის ყოვლის შემძლეა – ერთი მთლიანი.
სიტყვები, რომელსაც მე ვამბობ, ყოველთვის კოსტრუქციული და შემოქმედებითია. როდესაც მე ვლოცულობ, ეს სიტყვები სავსეა სიცოცხლით, სიყვარულით და გრძნობით.
მე ვიცი, რომ რაც უფრო მეტია ჩემი რწმენა ამ სიტყვების წარმოთქმისას, უფრო მეტი ძალა აქვს მას.
ენდეთ ძალას, რომელიც თქვენშია
ამოირჩიეთ ჯოზეფ მერფის ის სამეცნიერო ლოცვები, რომელიც თქვენ გჭირდებათ და წაიკითხეთ ყოველდღიურად. თქვენ სრულიად განსხვავებულად შეხედავთ თქვენ ირგვლივ არსებულ რეალობას. ცხოვრება გამოგიგზავნით ისეთ სიტუაციებს და ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში. თქვენ პრობლემას კი არ დაინახავთ, არამედ – შესაძლებლობას.
თქვენ ირგვლივ არსებული ძალა დაგეხმარებათ ნებისმიერი სურვილის ასრულებაში და იმ ცხოვრების მიღებაში, რომელზეც ოცნებობთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
2944 10-ს მოსწონს
|