კულტურა გაყინული ნიაგარა კვლავ ჯადოსნური სილამაზით გამოირჩევა ( +23 ფოტო) 2018, 8 იანვარი, 13:07 ნიაგარას ჩანჩქერი შედგება სამი ჩანჩქერისგან, რომელიც წარმოადგენს წყალვარდნილთა სისტემას. მდებარეობს აშშ-ს და კანადის სახელწმიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია -ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ასევე არის ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი. მისი სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს. იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. როგორც ყოველ წელიწადს, 2018-შიც ნიაგარას ჩანჩქერმა მნახველი მოჯადოვება მოახერხა. როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც ძალიან მიმზიდველია, ამას ადასტურებს ქვემოთ მოცემული ფოტოებიც. მაშასადამე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე ნიაგარას ჩაჩქერი კვლავ გაიყინა. მიუხედავად გაუარესებული ამინდებისა, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი ტურისტებს ნიაგარას საშუალებით მაინც იზიდავს. ევროპიდან, აზიიდან და ავსტრალიიდან 100 000 -ობით ტურისტი ზამთარში ნიაგარას ჩაჩქერს სტუმრობს. 2018 წლის დაწყებასთან ერთად რეგიონში ტურისტების ცვენა დაიწყო. ბუნების სილამაზემ კვლავ თავი იჩინა და გაყინულ ნიაგარას ჩანჩქერმა მომაჯადოვებელი სილამაზის ეფექტი დატოვა. ჩანჩქერი შედარებულია "ნარნიასთან". boredpanda.com -ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებმა მსოფლიოს ყურადღება მარტივად მიიპყრო, თქვენც ჩვენი საიტის საშუალებით შეძლებთ ამ ულამაზესი ფოტოების ხილვას... #1 #2 #3 #4 #5 #6 #7 #8 #9 #10 #11 #12 #13 #14 #15 #16 #17 #18 #19 #20 #21 #22 #23 სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. ალქიმიკოსი, რომელმაც აღმოაჩინა უკვდავება და უამრავ საიდუმლოსთან ერთად გაქრა! 2. ბოშების მდიდრული და გაბრწყინებული ქალაქი! მათთვის სიღარიბე არ არსებობს.... 3. ოუმუამუას საიდუმლო ამოხსნილია! 4. 8 საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძარღვებს! 5. 2017 წელი, ბოლო 137 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი წელიწადია - NASA-ს უახლესი მტკიცებულება! 1410 10-ს მოსწონს
|