საზოგადოება მირჩევნია რუსული ტანკი ვიხილო ქართულ მიწაზე, ვიდრე ამერიკული - სოსო პავლიაშვილი 2018, 5 იანვარი, 22:50 რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ოკუპანტი ქვეყნის ჯარზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მისთვის სასურველია საქართველოში რუსული ჯარი იყოს. ციტატას რუსული მედია აქვეყნებს: „მირჩევნია რუსული ტანკი ვიხილო ქართულ მიწაზე, ვიდრე ამერიკული. ისევე, როგორც ჩემი შვილი სწავლობს სოვოროვსკის სასწავლებელში“, - წერს პავლიაშვილი. ცნობილია, რომ სოსო პავლიაშვილი ბოლო წლებში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. 1246 1-ს მოსწონს
|