საზოგადოება მეზობელმა ქალმა 80 წლის მოხუცი თავში შეშის ჩარტყმით მოკლა 2018, 5 იანვარი, 12:36
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 80 წლის ქალბატონი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო დაზიანება შეშის ნაჭრით, მეზობლად მცხოვრებმა ქალბატონმა მიაყენა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 33 შეფასება არ არის
|