სხვა ბიჭმა ძმის საფლავი გათხარა,რომ ახალ წელს მასთან ერთად შეხვედროდა 2018, 5 იანვარი, 9:45 ნათესავები მაშინ დაეჭვდნენ, როდესაც ღამით სახლში დაბრუნებული ახალგაზრდა ტალახში ამოთხვრილი იყო.
საშინელი ინციდენტი მოხდა კოლუმბიაში, ქალაქ სანტა-მარტაში, ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად კევინ რივერა სახლში დაბრუნდა მთლიანად ტალახში ამოთხვრილი და სხეულზე ნაფხაჭნები აღენიშნებოდა, ოჯახის წევრების კითხვაზე თუ სად იყო დაკარგული და რატომ არ შეხვდა ახალ წელს ოჯახთან ერთად, კევინმა აღიარა, რომ დილიდან სასაფლაოზე იმყოფებოდა და ბიძაშვილის საფლავს თხრიდა, რომელიც ორი წლის წინ დაიღუპა, ახალგაზრდას სურდა მასთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს.
შეშინებული ოჯახის წევრები უმალ სასაფლაიზე გაემგზავრნენ და მართლაც იქ აღმოაჩინეს საფლავიდან ამოთხრილი მიცვალებული.
"მან აღიარა, რომ კუბოდან ამოიყვანა ძმა, -მას ძალიან უყვარდა ბიძაშვილი და სურდა მასთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს.მთელი ოჯახი შოკირებული ვართ"-განაცხადა ბიჭის ბიძამ ფრედი რანგელმა.
მკაცრად გააკრიტიკა ბიჭის დედამ სასაფლაოს თანამშრომლები:"სად იყვნენ მთელი დღის განმავლობაში სასაფლაოს დარაჯი ან მომვლელები, ნუთუ ვერ შეამჩნიეს ვერაფერი, რომ სათანადო ზომები მიეღოთ?"
როგორც El nuevo herald-ი იუწყება, 23 წლის ახალგაზრდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ინციდენტის შემდეგ ის ძალზე აგრესიული და უმართავი გახდა, ნათესავებს ეშინიათ, რომ ახალგაზრდამ თვითმკვლელობა არ განახორციელოს.
99 8-ს მოსწონს
|