სხვა ბნელი და საშინელი 90-იანი წლები 2018, 4 იანვარი, 21:56 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი რესპუბლიკები და მთლიანად სოციალისტური ბანაკი სრულ ქაოსში აღმოჩნდა, ამას დაემატა შიდა ომები, რომელიც ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გაჩაღდა.
ქვემოთ გაეცნობით სომხეთს 1992-95 წლებში. 1991 წლის ზაფხულში სომხეთს პირველად გაზის მიწოდება შეუწყდა, თუმცა მაშინ მოსახლეობა პანიკაში არ ჩავარდა, სჯეროდათ, რომ იმდენი ელექტროენერგია ჰქონდათ, რომ თავს გაიტანდენ, მაგრამ მაშინ ვერ ხვდებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეწყდა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები, ერთიანი ენერგოსისტემა, ამას დაეამატა ომიც მთიან ყარაბაღში, რამაც გამოიწვია აზერბაიჯანის მხრიდან ენერგობლოკადა, ამასთანავე მთლიანად შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთმაც ჩაკეტა საზღვარი და შეწყვიტა ყოველგვარი სახმელეთო თუ საჰაერო მიმოსვლა, ხოლო ფოთის პორტი ფიზიკურად ვერაფრით უზრუნველყოფდა ქვეყნის მოთხოვნას. მალევე გაჩერდა სომხეთის ატომური ელექტროსადგური მაზუთის და გაზის უქონლობის გამო.კატასტროფა გარდაუვალი იყო. 1992 წლის იანვარში სომხეთში შუქი ჯერ 2 საათით ითიშებოდა, შემდეგ ინტერვალი გაიზარდა 6, 8 და 12 საათამდე, შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ შუქი მხოლოდ 1 საათი მოვიდოდა. მაგრამ ეს ერთი საათიც არ იყო გარანტია, რადგან გამუდმებული ავარიების გამო შუქი კვირაობით არ მოდიოდა. საყოფაცხოვრებო ტექნიკა გამოუსადეგარი გახდა, გაიზარდა მოთხოვნა ნავთქურებზე და სანთლებზე, თუმცა ნავთიც ძნელი საშოვნი იყო, ერთადერთი შუქს ახალ წელს თუ ჩართავდნენ, ან კორპუსში თუ ვინმე მოკვდებოდა.
პარალელურად ზოგიერთმა მოხერხებულმა მოსახლემ "ლევი ხაზების" გამოყვანა დაიწყეს სახლებში, გაჭიმული იყო ათეულობით მეტრი კაბელი, უახლოესი სტრატეგიულ საწარმოდან ან თვით მეტროპოლიტენიდანაც კი, ამის გამო ხშირად იყო ავარიები, რაც ტრანსპორტის მოძრაობასაც აფერხებდა.
პრობლემა იყო კომუნიკაციაზეც, ფაქტობრივად არავის სახლში ტელეფონი არ მუშაობდა, სასწრაფოს ან სახანძროს გამოძახება თუ გინდოდათ, სახლმმართველობაში ან ფოსტაში უნდა წასულიყავით.
მიუხედავად ამისა, მეზობლები ყოველ საღამოს ერთად იყვნენ, თამაშობდნენ ნარდს, ბანქოს, ერთად სადილობდნენ და უნაწილებდნენ ლუკმას, ჭირში თუ ლხინში ერთმანეთს გვერდში ედგნენ და მიუხედავად გაჭირვებისა, მღეროდნენ და ცეკვავდნენ კიდეც.
1395 11-ს მოსწონს
|