კინო ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქართველი ქალები 2018, 4 იანვარი, 18:10 სილამაზის სტანდარტები მუდმივ ცვლილებას განიცდის, ადამიანები, რომლებიც ერთ დროს სილამაზის ეტალონებად აღიქმებოდნენ, შეიძლება დროსთან ერთად დაივიწყონ და აღარ აღიქვამ მისი გარეგნობა სასიამოვნოდ. თუმცა გყვავს სილამაზით გათქმული ქართველი ქალბატონები, რომლებიც ყველა დროში იმსახურებენ აღბრთოვანებას.
გთავაზობთ მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე სილამაზით გათქმულ ქალბატონთა არასრულ ჩამონათვალს.
ქალბატონები ქართული მშვენიერების სერიიდან:
ნატო ვაჩნაძე
20-30-იანი წლების ქართული კინოს მეგავარსკვლავი. პირველი ქართველი კინოვარსკვლავი. შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მან ერთგავარად გააკეთილშობილა ქართული კინო, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა ესთეტიურობის თვალსაზრისით. მისი სახელი და გვარი კინოთეატრში ანშლაგებს ქმნიდა ხალხი იმიტომ დადიოდა ფილმის სანახავად, რომ აფიშაზე ნატო ვაჩნაძე ეწერა... ლია ელიავა ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავი, როგორც მას ხშირად უწოდებდნენ - გიშრისთვალება ლია ელიავა. მან ეკრანზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა, გამორჩეულია ფილმები მისი მონაწილეობით: " ბაში-აჩუკი", "ქალის ტვირთი", " მამლუქი", " ლაზარე", "დათა თუთაშხია" და ა.შ. ლია ელიავას ფოტოები დაიბეჭდა სხვადასხვა ჟურნალებში, როცა ის წლის საუკეთესო ევროპელ მსახიობად აღიარა ერთ-ერთმა პოლონურმა ჟურნალმა. მედეა ჯაფარიძე საკმარისია ახსენო ერთი ფილმი, რომ წარმოდგენა შეგექმნას ამ ადამიანზე "ქეთო და კოტე" და მედეა ჯაფარიძის საოცარი შესრულება. ამ ფილმით შემოდგა მედეა ჯაფარიძემ ქართულ კინოში ფეხი მრავალი ათეული დასამახსოვრებელი როლი ითამაშა და ხალხის უსაზღვრო სიყვარული დაიმსახურა. ბელა მირიანაშვილი ყველა დროის ულამაზეს ქალთა სიაში თავისი ადგილი აქვს ბელა მირიანაშვილს, თავისი დაუვიწყარი შარმით, მოხდენილობითა და პიროვნული თვისებებით. თაობების უსაყვარლესი მსახიობი ჯანმრთელობის პრობლემის გამო ძალიან ადრე ჩამოშორდა პროფესიას, თეატრსა და კინოს, თუმცა არაერთი დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ფილმებში: " დღე უკანასკნელი, დღე პირველი", " უდიპლომო სასიძო", საბუდარელი ჭაბუკი" და ა.შ როგორც ამბობენ ბელას წასვლის შედეგ სხივი დააკლდა თბილისს და სრულიად საქართველოს. კირა ანდრონიკაშვილი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულმა კირა ადნრონიკაშვილმა 20-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა და მრავალი საინტერესო სახე შექმნა, იმის მიუხედავად რომ პროფესიით მსახიობი არ არის 12 წლის ასაკიდან იღებდნენ ფილმებში. მის საოცარ სილამაზეზე საუბრისას აღსანიშავია მისი გენატიკაც მისი მამიდა ნატო ვაჩნაძე გახლდათ, რომლიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი ქალია და ამ ჩამონათვალშიც მოხვდა. კირა ანდრონიკაშვილი დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება და აგრძელებს ფილმებში მონაწილეობის მიღებას. სულ ახლახან დამთავრდა გადაღბები ბიძინა ჩხეიძის ფილმისა "ბუდე" სადაც კირა ანრონიკაშვილი მთავარ როლს თამაშობს.. დალი თუშიშვილი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი. სკოლის ასაკიდან იღებდნენ კინოში. მონაწილეობდა ფილმებში "დაისი", "ცეცხლთან თამაში", "ღამის ვიზიტი", "აბესალომ და ეთერი" და ა.შ ეპიზოური როლი შეასრულა გიორგი შენგელაიას "მაცი ხვიტიაში". მისი ფოტოები შესულია ულამაზეს ქართველ ქალთა კატალოგებში.. პროფესიით მსახიობი არ არის, დალი თუშიშვილი წარმატებული ექიმი, პროფესორი გახლავთ. ლიკა ქავჟარაძე მის ანგარიშზე 30-ზე მეტი როლია, თუმცა მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული 1976 წელს გამოსული თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხით" დაიმსახურა. ლიკა ქავჟარაძემ ერთგვარად გააგრძელა ნატო ვაჩნაძის, ლია ელიავას, მედეა ჯაფარიძის გზა და ეკრანზე ქართველი ქალის სრულყოფას შეუწყო ხელი. 1987 წელს ლიკა ქავჟარაძით ფრანგული პრესა მოიხიბლა, კანის კინოფესტოვალის მიმოხილვაში ის მონიკა ვიტის შეადარეს. ია ფარულავა პოპულარული 12 წლის ასაკში გახდა, როცა რეჟისორმა ნანა ხარტისკაცმა ფილმში "ძნელი დასაწყისი" მთავარი რლის შესასრულებლად დაპატიჟა. შემდეგ იყო არაერთი როლი, რომელთაგანაც გამორჩეულია: "ფესვები", "სპირალი", სიბრძნე სიცრუისა" და ა.შ როგორც თავად აცხადებს მისი ფილმებიდან ყველაზე მეტად "ფესვები" უყვარს, როგორც მთლიანად ფილმი ასევე მისი ეპიზოდი. ია ფარულავა ამერიკისა და რუსეთის კინომსახიობთა გილდიის წევრია. თაკო ნაცვლიშვილი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი, რომლიც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სახეა და მათ ჩვენებებზე გამოსულა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ახალგაზრდებისთვის კი ის მისაბაძი და ძალიან საყვარელი მოდელია. 1087 4-ს მოსწონს
|