x
image
Culture Express
ნანი ბრეგვაძე სოფიკო ჭიაურელზე: " სოფიკო არ იყო ლამაზი.."
image ყველასთვის საყვარელ ფილმ-მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიები" მთავარ როლს (მრეცხავი ვარდო ) საქართველოს სახალხო არტისტი ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ასრულებს. მის სასიმღერო პარტიებს ფილმში რომანსების უბადლო შემსრულებელი, ქართული სცენის დედოფლად აღაირებული ნანი ბრეგვაძე ახმოვანებს. ბევრმა არ იცის, რომ ისინი შემოქმედებით კავშირამდე დიდი ხნით ადრე, ბავშვობიდან მეგობრობდნენ.

წლების შემდეგ ნანი ბრეგვაძე სოფიკო ჭიაურელს იხსენებს..

image სოფიკო ჭიაურელი ფილმიდან " ვერის უბნის მელოდიები"

" სოფიკო ყოველთვის მომწონდა, სკოლის პერიოდიდან მახსოვს ის. იცით, მაშინ ის არც მსახიობი იყო ჯერ არავინ არ იყო, მაგრამ თავისი თვისებებით უკვე გამორჩეული იყო, არავის არ ჰგავდა. ლიდერი იყო თავის თანატოლებში, ჯერ მოდიოდა სოფიკო და მერე მოდიოდა ყველა მისი კლასელი თუ მეგობარი. მახსოვს, რომ ვხვდებოდით სადმე გასართობ ადგილებში კინოში და ა.შ მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ სულ ვუყურებდი შორიდან და ძალიან მომწონდა, მინდოდა მასთან მეგობრობა და მართლაც ისე მოხდა რომ დავმეგობრდით.. სოფიკო არ იყო ლამაზი, მაგრამ ისეთი ცოცხალი იყო, რომ მის ფონზე ყველანი მკვდრებივით ვიყავით, ისეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე იყო.." - იხსენებს ნანი ბრეგვაძე


სოფიკო ჭიაურელი. ფოტო საქართველოს ეროვნული არქივი

image " რაც შეეხება ფილმის გახმოვანებას, ბედნიერები ვიყავით, რომ ერთად ვმუშაობდით, მე თავიდან ბოლომდე სოფიკოზე ვიყავი დამოკიდებული იმ მხრივ, რომ ვაკვირდებოდი, როგორ ხასიათში იყო, როცა თამაშობდა, რომ ეს დამეჭირა და იმ განწყობით გამეხმოვანებინა.."

image


0
4473
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Culture Express
Culture Express
4473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0