x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«პერლოვკა» სოკოთი (სასარგებლო და გემრიელი)
image



ინგრედიენტები:


ქერის ბურღული ( «პერლოვკა») — 1 ჭიქა

წყალი – 3 ჭიქა


ქამასოკო — 200 გრ.

სტაფილო — 200 გრ.

ხახვი — 100 გრ.

ზეთი – 3 ს. კ.

მარილი – გემოვნებით


მომზადება:

image1. დაჭერით სოკო ფირფიტებად, ან დაჭრილი შეიძინეთ.
2. გახეხეთ სტაფილო მსხვილ სახეხზე.
3. დაჭერით ხახვი წვრილად.
4. ბოსტნეული და სოკო მოთუშეთ ზეთში.
5. მოხარშვის წინ, ბურღული კარგად უნდა გაირეცხოს. ამისთვის ჩაყარეთ მარცვლები ღრმა თასში, დაასხით წყალი და ხელით ურიეთ. ჭუჭყიანი წყალი გადაღვარეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, ვიდრე წყალი სუფთა და გამჭვირვალი არ იქნება > დიდ ქვაბში ჩაყარეთ ბურღული და დაასხით მდუღარ წყალი > როდესაც მარცვალი გაფუვდება, დადგით ცეცხლზე > ადუღების შემდეგ, დაუმატეთ მარილი და ცეცხლს დაუწიეთ > მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, ვიდრე წყალი არ აორთქლდება (დაახლოებით, 30 წუთი). თან ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას.

6. მოთუშული ბოსტნეული და ფაფა ერთმანეთს შეურიეთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* ქერის ბურღული (პერლოვკა) – სასარგებლო თვისებები და მომზადების საიდუმლო (+ 3 რეცეპტი)

* როგორ მოვხარშოთ ხორცის (თევზის) სასარგებლო ბულიონი. ყველაფერი ბულიონების შესახებ

* წარმოუდგენელი ფაქტები კაკაოს შესახებ! (+ «გეოლოგების» ანუ წამებში მომზადებული კაკაოს რეცეპტი)

* 6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება

0
245
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0