ტენდენციები 2018 წლის მოდური ტრენდები 2018, 3 იანვარი, 13:05 აი, დადგა ახალი 2018 წელიც და მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ყურადღებაც ახალი მოდური ტრენდებისკენაა მიპყრობილი-რა უნდა შევიძინოთ ამ სეზონზე ჩვენი გარდერობისთვის, რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ? სტილისტები გვაფრთხილებენ, რომ ამ წლის მოდა წინააღმდეგობების შემცველია და დიდი ყურადღება გვმართებს სამოსის შერჩევისა თუ შეხამებისას. რაც შეეხება ტრენდებს:
1. ბლუზები
ყურადღება მიაქციეთ, რომ ერთერთი მოდური და ძირითადი ტრენდი ბამბის ბლუზები გახდება.
ამ წელს ვიქტორიანული დეკორის ბუმი იქნება-ფურჩალების და კოკეტების, მაქმანების და ჟაბოების. იმისთვის, რომ მოდური ბლუზა ქალურად და ნატიფად გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ საყელო იგივე ან კონტრასტული ფერის წვრილი ლენტის ბაფთით გააფორმოთ.
2.ყოვლდღიური ბლუზა კლასიკურ ბლუზებსაც ნუ დაივიწყებთ.მამაკაცური სტილის ბლუზა შესანიშნავად გამოიყურება ჯინსებთან ან მოდური აპლიკაციებით გაფორმებულ შარვლებთან ერთად. უკეთესია ასეთი ბლუზები ჩატანებული ატაროთ, მხოლოდ წელთან ამოჩეჩილი.საყელო გახსნილი და დეკოლტეც თამამად გამოაჩინეთ. იმისთვის, რომ თეთრი ბლუზა მეტისმეტად ოფიციალურად არ გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ თხელი შარფით ან ფერადი მძივებით გაახალისოთ. 3.როლინგი წლის ცივი პერიოდის ძირითად გარდერობზე თუ ვისაუბრებთ, 2018 წელს აქტუალური იქნება როლინგი, რომელიც პიჯაკს და მოდურ ქვედაბოლოს შეგიძლიათ შეუხამოთ. უმჯობესი იქნება, თუ ნეიტრალური ფერის როლინგებს შეიძენთ, რომელთაც სხვა ფერებს შეუხამებთ. ძირითადი ფასონის გარდა, ამ წელს თავისუფალი სტილის როლინგებიც იქნება მოდაში, უფრო ფართო. ასეთი როლინგები შეგიძლიათ უფრო ღია ფერისაც შეიძინოთ. 4.სვიტერი სვიტერი-ოვერსაიზი თავის პოზიციებს არ თმობს.სვიტერის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ, მრგავლ ფორმებს და დიდ სახელოებს. ყურადღება მიაქციეთ ფარან-სახელოსაც. რაც შეეხება ფერს-უმჯობესია ნაცრისფერი, ყვითელი, წითელი ან ბეჟი შეფერილობისა შეიძინოთ. 5.შალის კოფთები ამ წლის გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ თხელი ნაქსოვი სვიტერი მრგვალი ყელით და ფიგურაზე მომდგარი. აირჩიეთ თხელი შალი, სქელი ტრიკოტაჟი ან ბუკლე. თუ პრინტიან კოფთას აირჩევთ, უპირატესობა ფოლკლორულ მოტივებს, მცენარეულ ორნამენეტებს ან გეომეტრიულ ფიგურებს მიანიჭეთ. ერთი ტონის კოფთა, განსაკუთრებით ნაცრისფერი ფერის, გაცილებით მოდური და დახვეწილი იქნება. 6. შიფონის ბლუზა სწორედ ეს ბლუზა იქნება პოპულარობის პიკში ამ წელს. ეს ბლუზა გამოგადგებათ როგორც საქმიანი შეხვედრებისას, ასევე, რომანტიული და ქალური ხასიათის შესაქმნელად. იმისთვის, რომ გამჭვირვალე შიფონი მეტისმეტად ვულგარულად არ გამოიყურებოდეს, მის ქვეშ ტოპი ან მაისური შეგიძლიათ ჩაიცვათ. კარგად გამოიყურება თეთრი გამჭვირვალე ბლუზისა და სახიანი მაისურის კომბინაცია. 2009 5-ს მოსწონს
|