x
image
გემი დალანდი
როგორი შარვლებია მოდაში ამ სეზონზე?
უკვე ზაფხულიც დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა გარდერობი განვაახლოთ. ეს განსაკუთრებით საზაფხულო შარვლებს ეხება.image

მაშ ასე, როგორი შარვლებია მოდაში ამ სეზონზე?


1.პალაცო

პალაცო-ამ სეზონის ჰიტია.ნაზი და ჰაეროვანი, რომელიც თქვენს სილუეტს ყოველთვის მოდურად წარმოაჩენს, რასაც არ უნდა შეუხამოთ.


imageimageამასთან, ეს შარვალი ნებისმიერი ტიპის ფიგურას უხდება.სხვადასხვა ფაქტურა კი საშუალებას იძლევა ნებისმიერი გემოვნება დააკმაყოფილოს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ზაფხულს ეს შარვალი must have ტრენდია.

image

2.კარგო

ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს შარვალი ისევ დაბრუნდებოდა მოდაში. თუმცა, ეს მაინც მოხდა. შესაძლოა მაინცდამაინც ქალური ვარიანტი არაა, მაგრამ კარგად შეგიძლიათ მოარგოთ სხვადასხვა სტილს და ლუქს.

imageეს შარვალი შესანიშნავად ეხამება კონტრასტულ მაისურებს და კროპ-ტოპებს.

image

image

3.შარვალი-ბანანი

ამ სეზონის ერთერთი ფავორიტი. ეს ტრენდი 80-იანებში იყო პოპულარული და ამჯერადაც შეგვახსენა თავი.

imageimageimageimageშეგიძლიათ შეუხამოთ ყველაფერს:ტოპს, მაისურს, ბლუზას... ჩვენი რჩევა იქნება კონტრასტული ფერის ქამარი გამოიყენოთ. ფერს და ფაქტურას რაც შეეხება-არჩევანი ფართოა.

imageimage


3.შარვალი-კლოში

ეს შარვალი ისევ ბრუნდება მოდაში და მოწინავე პოზიციებს იკავებს.ამ სეზონის ულტრამოდური არჩევანი.

imageimage

4.პიჟამა-შარვალი

ეს სტილი ამ წელს ისევ აქტუალურია.თუ კარგად შეუხამებთ ზედატანს, შეგიძლიათ საღამოს წვეულებაზეც კი ჩაიცვათ.imageimageimageimageimage




რას ფიქრობთ?ალბათ დროა ჯინსები შეინახოთ და უპირატესობა ამ მსუბუქ საზაფხულო ვარიანტებს მიანიჭოთ?

0
2179
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0