სხვა უცნაური კუნძულები,რომლებიც ბევრ საიდუმლოს ინახავს 2018, 2 იანვარი, 21:59 ყველა თქვენგანი ოდესმე ალბათ ოცნებობდა, რომ მოხვედრილიყო რომელიმე უკაცრიელ კუნძულზე, შემდეგ იქ თავისი ცხოვრებით ეცხოვრა და ა. შ. ზოგიერთი კუნძული საკმაოდ საშიშია და ეჭვგარეშეა, რომ მათ არასოდეს ესტუმრებით. კუნძული ბუვეის ყველაზე იზოლირებული წერტილია მსოფლიოში. დაახლოებით 3 146 000 კვადრატული მილის რადიუსში არ არსებობს სხვა მიწა მის გარშემო.(ევროპის ფართობზე ოდნავ ნაკლებია) მიუხედავად ამისა, კუნძულთან საკმაოდ საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული. კუნძული 1739 წელს გაიხსნა და თითქმის 60 წლის განმავლობაში მივიწყებული იყო. შემდეგ კუნძულზე ექსპედიცია ჩამოვიდა და უცნაური რამ აღმოაჩინა- მან იპოვა წყალში მიტოვებული გემი. მას არ ჰქონდა არც ერთი სერიოზული დაზიანება, არც სახელი და არც სხვა საიდენთიფიკაციო ინფორმაცია. გემიდან 10 მეტრის მოშორებით ნიჩბები ეყარა, თუმცა გემზე ადამიანის ყოფნისა და ცხოვრების არანაირი კვალი არ იყო. გარდა ამისა, 1979 წელს კუნძულზე ორი ბირთვული აფეთქება მოხდა, რომელსაც არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს. მკვდარი თოჯინების კუნძული საკმაოდ ცნობილი კუნძულია იმათ შორის, ვისაც შიშით გამოწვეული შეგრძნებები იზიდავს.ამ კუნძულზე ცხოვრობდა ჯულიან სანტანა ბარერა. არსებობს ლეგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სანაპიროზე, მის სახლთან ახლოს დაიხრჩო გოგონა, და მას შემდეგ, კუნძულზე უცნაურმა მოვლენები დაფიქსირდა. კერძოდ, გოგონას დახრჩობის შემდეგ ოკეანე კუნძულზე გატეხილ და განადგურებულ თოჯინებს გამორიყავდა. (ასევე მისი მოჩვენება დასდევდა ჯულიანს)კუნძულის მაცხოვრებელმა ეს ზებუნებრივ ნიშნად მიიჩნიდა და დაიწყო თოჯინების შეგროვება, ხოლო შემდეგ მათ ხეებზე ჰკიდებდა, რომ გოგონას სული დაემშვიდებინა. ის თავის საზარელ კოლექციას 50 წელი აგროვებდა, ხოლო შემდეგ ის იმავე ადგილას იპოვეს დამხრჩვალი 2001 წელს, სადაც ეს გოგონა დაიღუპა. კუნძულზე ჩასულები ამტკიცებდნენ, რომ ესმით თოჯინების ჩურჩული. კუნძული პოველიავენეციის ეს კუნძული დღეს დაუსახლებელია. შავი ჭირის ეპიდემიის დროს კუნძული იყო 160, 000 პაციენტის უკანასკნელი თავშესაფარი, მისი ნიადაგის 50% დამწვარი ცხედრების ნაცრისგან შედგებოდა. გასული საუკუნის 20-იან წლებში იტალიის მთავრობამ იქ ფსიქიატრიული საავადმყოფო გახსნა. პაციენტები ამბობდნენ, რომ თავი ტკიოდათ და კუნძული სავსეა ტანჯვით გარდაცვლილი ადამიანების სულებით. გარდა ამისა, მთავარი ექიმი მათზე საკმაოდ მტკივნეულ ექსპერიმენტებს ატარებდა. შემდეგ კი ის უცნაურად სულიერად დაავადდა და საავადმყოფოს სახურავიდან გადმოხტა. საავადმყოფო დაიხურა. კუნძულის დასახლების მცდელობა ყოველჯერზე კრახით დასრულდა, მას არავინ ეკარება. კუნძული "წახვალ-უკან ვერ დაბრუნდები" ანუ კუნძული ბარსა-კელმესი ყაზახურ ენაზე ბარსა-კელმესი ნიშნავს "წახვალ-უკან ვეღარ დაბრუნდები" მისი სახელი ძველ ლეგენდას უკავშირდება. ადამიანები, რომლებიც კუნძულზე ერთი წლით მიდიოდნენ, სახლში კი ათი წლის შემდეგ ბრუნდებოდნენ. გველების კუნძული ეს მშვენიერი კუნძული ბრაზილიასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. კუნძულზე ძალიან ბევრი იშვიათი და შხამიანი გველი ცხოვრობს, რომელთა ნაკბენი წამიერად ანადგურებს ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილს. კუნძულზე უამრავი ადამიანი დაიღუპა და მათ შორის მეთევზე, რომელმაც კუნძულის შესახებ არ იცოდა და მასზე ფეხი დადგა. ის სისხლის გუბეში იპოვეს, სრულიად დაკბენილი გველების მიერ. ატოლი, "დემონების კუნძული" ატოლი მდებარეობს ჰავაის სამხრეთით და ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა. ნათქვამია, რომ ეს ადგილი "დემონებს ეკუთვნით". რამდენიმე საუკუნის მანძილზე კუნძულმა ცუდი სახელი მოიხვეჭა. კერძოდ, მის სანაპიროებთან უამრავი გემი ჩაიძირა. ერთ-ერთი ინციდენტი დაკავშირებული იყო ჩორთან, რომ კუნძულზე იყო განძი, რომელიც დაღუპული მეზღვაურების სულების მიერ იყო დაწყევლილი. გემების გარდა, ეს ადგილი მდიდარია ისტორიებით, დაკარგული გემების შესახებ. 1855 წელს გემი იტყობინებოდა შეჯახების შეჯახების შესახებ, მაგრამ ადგილზე ჩამოსულმა მაშველებმა ვერ იპოვეს ვერც გემის და ვერც, ხალხის კვალი. მეორე მსოფლიო ომის დროს, ეს ადგილი გამოიყენებოდა როგორც პლაცდარმი. ჯარისკაცების უმეტესობას დაეწყო პანიკური შეტევები და ბევრი მათგანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდა. 530 8-ს მოსწონს
|