სხვა გოგონა გათხოვდა მამაკაცზე, რომელიც სინამდვილეში პრინცი აღმოჩნდა 2017, 13 ნოემბერი, 16:12 33 წლის ამერიკელი გოგონა გათხოვდა 35 წლის ეთიოპიელ პრინცზე. მათ მანამდე რამდენიმე წელი ჰქონდათ ურთიერთობა, თუმცა ბიჭმა წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია გვიან გაამხილა. პრინცი ჯოელი დაიბადა რომში. 1974 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ, სწორედ აქ ცხოვრობდა მისი ოჯახი. თავისი რჩეული ჯოელმა ღამის კლუბში გაიცნო, სადაც არიანას უთხრა, რომ ძალიან გავდა მოდელს რეკლამიდან. ამ პერიოდში ჯოელი სწავლობდა ამერიკის უნივერსიტეტში, შემდეგ ჰარვარდში მიიღო იურისტის დიპლომი, სადაც არიანა სწავლობდა ხელოვნების ფაკულტეტზე.თავისი სამეფო წარმომავლობის შესახებ, ჯოელმა გოგონას მაშინ უთხრა, როცა მათი ურთიერთობა სერიოზული გახდა. 590 4-ს მოსწონს
|