ასტროლოგია ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 2018, 2 იანვარი, 17:11
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ფინანსური კუთხით 2018 წელს? როგორც ცნობილია, ამ წლის სიმბოლო ყვითელი ძაღლია, რომელიც აღმოსავლეთში ფინანსური სტაბილურობის მფარველად ითვლება და მათ მფარველობს, ვისაც შრომა უყვარს და არ ეზარება.
ვერძი
ვერძებს იოლი ფული ნამდვილად არ ელით, მაგრამ არც გაუთვალისწინებელი სირთულეები შეხვდებათ. სიტუაცია ასეთი იქნება: იმუშავე და იმდენს მიიღებ, რამდენიც გააკეთე. ამის გათვალისწინებით, არ ღირს ძალისხმევა დახარჯოთ ისეთ საშუალებებზე, რომლებიც ფულის შოვნისთვის განსაკუთრებულ ძალისხმევას არ ითხოვენ, მაგ;ბირჟა, ინვესტიცია... მოგიწევთ იმუშაოთ.დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის ვერძების უმრავლესობას დანაზოგი ექნება და ეს დანაზოგი შესაძლოა ფუნდამენტი გახდეს დიდი წამოწყებისთვის, მაგრამ ეს უკვე 2019 წლის თემაა. ამ ეტაპზე უბრალოდ საჭიროა, რომ თქვენი საქმე აკეთოთ კარგად. კურო წლის პირველ ნახევარში კუროებმა თავი უნდა შეიკავონ სერიოზული დანახარჯებისგან. ყვითელი ძაღლი ხომ გულმოდგინედ იცავს თქვენს სახლს, სიმდიდრეს და არ დაუშვებს, რომ იქიდან რაიმე ტყუილად იქნას გატანილი, ამიტომ ყურადღება არა დანახარჯს, არამედ შოვნას უნდა დაუთმოთ. მიუხედავად კუროების შრომისმოყვარეობისა, ფინანსური კეთილდღეობა მათგან განსაკუთრებულ გულმოდგინებას ითხოვს. თუ ამ ეტაპს უკან ჩამოიტოვებთ, წლის მეორე ნახევარში ყვითელი ძაღლი თქვენს ფინანსურ ინიციატივებს წაახალისებს და მოწყალე თვალით გადმოგხედავთ. ტყუპები ტყუპებს ამ წელს შემოსავლის არაერთი წყარო ექნებათ. არაა გამორიცხული ეს რამდენიმე ადგილას მუშაობით მოხდეს, მაგრამ ასევე დიდი ალბათობით თქვენ ფულს მუდმივად გაჩუქებენ ან გულუხვი სპონსორი გამოგიჩნდებათ. მიუხედავად ამისა, ტყუპებიდან ერთეულები თუ მოახერხებენ ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებას, მიზეზი ბანალურია:როგორ ადვილადაც ფულს მიიღებთ, ისევე ადვილად გამოეთხოვებით. თავისუფლებისმოყვარე ტყუპები ფულს და ფინანსებს ვერ დაექვემდებარებიან. ყვითელი ძაღლი პატივს სცემს თქვენს არჩევანს, ამიტომ წლის ბოლოს ისეთივე ფინანსური მდგომარეობა გექნებათ, რაც წლის დასაწყისში, სამაგიეროდ კმაყოფილი იქნებით იმით, თუ როგორ გაატარეთ ეს 12 თვე. კირჩხიბი ყვითელი ძაღლი ამ ნიშნის მიმართ სიმპათიას იჩენს.ის ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებას სამსახურში და თვალს მიადევნებს, რომ ღირსეულადაც დაგაჯილდოვონ. სრულიად შესაძლებელია, რომ დაწინაურებაც მოგიტანოთ.კარგი ფინანსური მდგომარეობა წლის მეორე ნახევარშიც შენარჩუნდება, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი ფინანსურად თქვენთვის წარმატებული იქნება. ლომი ლომებისთვის ყვითელი ძაღლის წელთან შეხვედრა სხვადასხვა მოვლენების ჯაჭვად იქცევა. ყველგან თავის გამოჩენა და მოქმედება დაგჭირდებათ, ამიტომ რაღაც საკითხები შესაძლოა უყურადღებოდ დაგრჩეთ.ეს საფრთხე ფინანსებსაც ემუქრებათ. ფინანსური პრობლემების გადაჭრას ლომები თებერვალ-მარტში დაიწყებენ, სამაგიეროდ ენთუზიაზმით და შემართებით მოეკიდებიან ამ საკითხს, რაც უკვე მათ სოლიდურ კაპიტალზეც აისახება წლის შუა პერიოდში. ქალწული ქალწულებს ყვითელი ძაღლი მაღალ მოთხოვნებს წაუყენებს. ამ შრომისმოყვარე ნიშანს შანსი მიეცემა სამსახურში თავისი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინონ და გარშემომყოფთ დაუმტკიცონ, რომ ბევრად მეტი შეუძლიათ. ამ მონდომებისთვის ყვითელი ძაღლი გულუხვად დააჯილდოებს მათ. გაითვალისწინეთ, მხოლოდ შრომითა და კეთილსინდისიერებით შეძლებთ ყვითელ ძაღლთან საერთო ენა გამონახოთ. წლის მეორე ნახევარიც ფინანსურად წარმატებული იქნება, მაგრამ ფული თავისით კი არ მოვა, თქვენ უნდა გამოიმუშაოთ. სასწორი სასწორებს ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე უფრო კარგი მდგომარეობა ექნებათ. თუ ვინმეს ფინანსები შემოაკლდება, ან ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევს, ეს ნამდვილად არ იქნება სასწორი. ყვითელი ძაღლი მამალზე ეჭვიანობს, რომელიც გასულ წელს გწყალობდათ და შეეცდება თქვენი ყურადღება თავისი კეთილგანწყობით მიიპყროს.მთელი ეს წელი თქვენ მყარად იდგებით ფეხზე და განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგჭირდებათ ფინანსების მოსაზიდად.თუმცა მნათობები გვაფრთხილებენ, რომ ყველაფერი ერთად არ დახარჯოთ და მომავალ წელს დანაზოგით შეხვდეთ. მორიელი მორიელებს ფინანსურად სტაბილური წელი ექნებათ.2018 წელს სავსე საფულით შეხვდებით, ყვითელი ძაღლი კი იმ შრომას დააფასებს, რომელიც ამ ფულის დასაგროვებლად გაწიეთ და თქვენს ფინანსებს დანაკარგისგან დაიცავს. დარწმუნებული იყავით, რომ ფინანსები მთელი წლით გაგწვდებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დანახარჯები არ გექნებათ. მშვილდოსანი მშვილდოსნები არჩევანის წინ დადგებიან: ფინანსების გაუმჯობესება თუ საყვარელი საქმე, რომელსაც ბევრი ფულის მოტანა არ შეუძლია. უნდა გაერკვეთ და ერთმნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთოთ.სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაატარებთ 2018 წელს. თხის რქა კარიერის და ფინანსების საკითხებში მათ სირთულეები არ ელით.ყვითელი ძაღლი მათ ინიციატივებსა და შრომისმოყვარეობას წაახალისებს.მას ძალიან მოსწონს თხის რქის შეხედულებები იმაზე თუ როგორ განკარგოს ფინანსები და ამის გამო არაერთხელ დაასაჩუქრებს ამ ნიშანს, მდგომარეობა არც წლის მეორე ნახევარში შეიცვლება არსებითად. მერწყული მერწყულს გაუჭირდება ფინანსების თაობაზე საერთო ენის გამონახვა ყვითელ ძაღლთან.დიდი ალბათობით, თქვენი ფინანსური მდგომარეობა უცვლელი დარჩება. თუმცა, არც თქვენ გამოიჩენთ დიდ ენთუზიაზმს ფინანსების მიმართ. ამის კომპენსაციას კი ყვითელი ძაღლი ცოვრების სხვა სფეროებში შეეცდება. თევზები ეს წელი თევზებისთვის პერსპექტიული იქნება კარიერის და ფინანსების მხრივ.პროფესიული მიღწევებისთვის გულუხვად დაგასაჩუქრებენ.წლის შუა პერიოდში შესაძლოა დაგაწინაურონ და შესაძლოა ფინანსური კუთხით ისეთი წინსვლა გქონდეთ, რომ თავს იმის ნება დართოთ, რასაც ადრე ვერ წარმოიდგენდით. 3877 5-ს მოსწონს
|