x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ჩემი მომავალი წელი ამ სენთან ბრძოლის იქნება" - გიორგი კეკელიძე

imageგიორგი კეკელიძე, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და შემდეგ „პოსტს" აქვეყნებს.


გილოცავთ შობა–ახალ წელს!
გუშინ ორი წელი გავიდა რაც ბებია გარდაიცვალა, სამი დღის წინ მამაჩემის ორიწლისთავი იყო. ორი წლის წინ, ჩემი მომავალი ახალი წლები სწორედ ამ სევდით განისაზღვრა – წლის ბოლო კვირას გურიას ვაფარებ თავს. და კიდევ: საქმეები რასაც ვაკეთებ, მათთვისაცა – თუ რამე კარგია და საამაყო – მით უფრო. 2017 წელს ბევრი რამ მოხდა, მაგალითად: საუკუნის ამბავი – წიგნის მუზეუმი გავხსენით, არანაკლები მოვლენა – ოთხსართულიანი თანამედროვე კორპუსი – ვახტანგ VI, უამრავი ახალი გამოცემა თუ ელექტრონული ჩანაწერი, საძიებო მეგა–ბაზის რუსთაველის ამუშავება, ვაჟა–ფშაველას საბიბლიოთეკო კომპლექსის დაწყება, ეკვილიბრიუმის მიერ ათობით სოფლის ბიბლიოთეკის აღდგენა–განახლება (პროექტის დაწყებიდან დღემდე 800 სოფელი), სკვერი–ბიბლიოთეკები ოკუპაციის ხაზთან. დავაფუძნეთ გურული დღიურები ფონდი და უკვე ოცი სტიპენდიატი გვყავს - მოსწავლე თუ სტუდენტი სხადასხვა რეგიონიდან. პირად ფლანგზე ეგ იყო – საქართველოში ორი წიგნი გამოვიდა – #წერილებიღმერთსდამამაჩემს და #გურულიდღიურები, ასევე ოთხ ქვეყანაში გამოიცა ჩემი წიგნების თარგმანები. ეს – კარგი ამბები, საახალწლოდ სირთულეების გახსენება არ ღირს, თორემ ასეთიც მრავლად იყო – მარცხი თანამდევი ამბავია და მომავალ წელსაც იქნება. მთავარია შემართება არ დავკარგოთ და კიდევ თანამდევი სიძულვილისგან განვიკურნოთ, რაც თუნდაც ბოლო დღეებში ჭარბად ვაწყდებით. ჩემი მომავალი წელი ამ სენთან ბრძოლის იქნება – განათლებით ბრძოლის. წარწერა ფოტოზე შემთხვევითია, ფოტოს არჩევა – არა. მთავარია ადამიანდ ყოფნის უპირატესობა გამოვიყენოთ და საქონელს ნუ შემოვუშვებთ.... ჩვენში. ჩვენში, თორემ ეზოში შეიძლება:)

#გიორგიკეკელიძე #ეროვნულიბიბლიოთეკა #ეკვილიბრიუმიimage

0
62
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0