კინო ყველა დროის 7 ყველაზე პოპულარული ინდური ფილმი 2017, 31 დეკემბერი, 17:43 ინდური კინო წარმოდგენილია ფილმებით, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონენში იღებენ და ფაქტობრივად მოიცავს თითქმის ყველა შტატს, ინდოეთი წელიწადში აწარმოებს 1000-ზე მეტი ფილმს და მისი ექსპორტირება ხდება მსოფლიოს 90 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და აშშ-შ. XX საუკუნეში, ინდური კინო ჰოლივუდსა და ჩინურ კინოინდუსტრისთან ერთად წარმოადგენს გლობალურ ინდუსტრიას.2010 წლისთვის ინდოეთმა ფილმების წარმოებით #1 ადგილი დაიკავა მსოფლიოში. ინდური კინომატოგრაფია 1896 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც მუმბაიში მცირერიცხოვანმა მაყურებელმა ნახა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მას შემდეგ 100 წელზე მეტია გასული, დღესდღეისობით გადაღებულია 30 000-მდე ფილმი და წელიწადში საშუალოდ 1, 3 მილიარდი დოლარი შემოსავალი(2000 წლის მონაცემით)მოაქვს, ფილმების საერთო შემოსავალის 4-5% კინომუსიკაზე მოდის, რომელიც ცალკე გამოიცემა. ახლა კი გავეცნოთ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე პოპულარული ინდური ფილმების რეიტინგს ათწლეულების მიხედვით. 40-იანი წლები ყველაზე პოპულარული ფილმი-Jugnu-1947 წელი, რეჟ.შაუკათ ჰუსეინ რივზი, ამ ფილმში გაიელვა პირველად ლეგენდარულმა დილიპ კუმარმა, რომელიც ინდური კინოს ლეგენდად იქცა-შემოსავალი 54 მლნ $. 50-იანი წლების ყველაზე პოპულარული ფილმი-"დედა ინდოეთი"-1957 წლის დრამა, რეჟ.მეჰბობ ხანი, მთავარ როლში ნარგის სულინდატი, პირველი ინდური ფილმი რომელიც "ოსკარზე" იყო წარგენილი-შემოსავალი 143 მლნ.$ 60-იანი წლების ყველაზე პოპულარული ფილმი-"დიდი მოგოლი"(1960)-მელოდრამა, რეჟ.კაზიმ აზიფა, თავის დროზე "ყველა დროის საუკეთესო ბლოგბასტერი უწოდეს", მთ, როლებში:პრიტხვირაჯ კაპური და დილიპ კუმარი-შემოსავალი 310 მლნ.$ 70-იანი წლების ყველაზე პოპულარული ფილმი-"შურისძიება და კანონი"(1975)-სათავაგადასავლო, რეჟ.რამეშ სიპი, მთ, როლში ამიტაბხ ბაჩანი და სანჯივ კუმარი.1999 წელს ინდურმა ბი-ბი-სი-მ "ათასწლეულის ფილმად დაასახელა".შემოსავალი 260 მლნ$ 80-იანი წლების ყველაზე პოპულარული ფილმი-"დისკოს მოცეკვავე"(1982)-მუსიკალური მელოდრამა, რეჟ. ბაბარ სუბხაში, მთ. როლებში:მითხუნ ჩაკრაბორტი, კიმ იაშპალი.შემოსავალი 189 მლნ.$ 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ფილმი-"ვინ ვარ შენთვის?"(1994)მელოდრამა, რეჟ.სურაჯ ბარჯატია, მთ.როლებში:სალმან ხანი, მადხური დიქშიტი, შემოსავალი 210 მლნ.$ 2000-იანი წლების ყველაზე პოპულარული ფილმი-"სამი იდიოტი"(2009)-კომედია, რეჟ. რაჯუმარ ჰირანი, მთ. როლებში:აამირ ხანი, კარინა კაპური, შარმან ჯოში, შემოსავალი 130 მლნ.$ 2010 წლების ყველაზე პოპულარული ფილმი:"დანგალი"(2016)-სპორტული ფილმი, რეჟ.ბიშეტენ ტივარი, მთავარ როლებში:აამირ ხანი, საქში ტანვარი, შემოსავალი 330 მლნ.$. 3220 6-ს მოსწონს
|