პროფილაქტიკა ნატურალური ყავის 7 სასარგებლო თვისება ორგანიზმისთვის 2018, 4 იანვარი, 10:38 ბევრი ჩვენგანი კარგად აცნობიერებს თუ რას ნიშნავს კოფეინზე დამოკიდებულება. დილით ერთი ფინჯანი ყავა – ნამდვილი რიტუალია. ექიმები მთელს მსოფლიოში ლამის ერთხმად აფრთხილებენ ამ საასმელის მოყვარულთ ორგანიზმზე მისი დამღუპველი გავლენის შესახებ. მაგრამ ნამდვილად ასეთი სახიფათოა? როგორც აღმოჩნდა, ცნობილი კომპოზიტორი ბეთჰოვენი ჭეშმარიტი ყავის მოყვარული იყო, ყოველდღიურად ის 60 ყავის მარცვლისგან მომზადებულ სასმელს მიირთმევდა, ვოლტლერს კი დღეში 50 ფინჯანი ყავის დალევა შეეძლო, ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სტატიაში წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომლის თანახმადაც ყავა არა თუ არ ავნებს ჯანმრთელობას, არამედ ეხმარება ბევრი სიძნელის დაძლევაში. 1. აუმჯობესებს გონებრივ აქტივობას იცოდით, რომ ამ სასმელის წყალობით ადამიანი უფრო კონცენტრირებული და ყურადღებიანი ხდება. თუმცა, სულ ეს არა არის... როგორც აღმოჩნდა, ყავა შაქართან ერთად მაქსიმალურად ააქტიურებს ტვინის საჭირო უბნებს რთული ამოცანების გადასაჭრელად, ეს კი კოფეინისა და გლუკოზის ნაერთის წყალობით ხდება. 2. ზრდის არტერიულ წნევას თუ დაბალი არტერიული წნევა გაქვთ, ერთი ფინჯანი ყავა მოგიგვარებთ ამ პრობლემას. თუმცა, იმ ჰიპერტონიკებმა, რომელთაც ამ სასმელისგან ტაქიკარდია აღენიშნებათ, სჯობს ყავისგან თავი შეიკავონ. მათ ვისაც მსგავსი პრობლემა არ აღენიშნებათ, შეუძლიათ თავისუფლად მიითვან და არ იღელვონ მაღალ არტერიულ წნევაზე, რამდენადაც ყავის სისტემატიური მიღება აიძულებს ორგანიზმს მასთან შეგუებას. 3. აძლიერებს იმუნურ სისტემას მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ დღეში რამდენიმე ფინჯან ახალდაფქულ ყავას მიირთმევთ, ამით სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ. ყველზე გონივრული რაოდენობა დღეში 3 ფინჯანია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ეს სასმელი აძლიერებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. 4. ეხმარება თავის ტკივილთან გამკლავებაში თუ თავი გტკივათ ან შაკიკით იტანჯებით, ყავა მიირთვით. რა თქმა უნდა, ტკივილგამაყუჩებელს ვერ შეგიცვლით - მათში ხომ სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებია თავმოყრილი, რომელიც სხვადასხვა სახის ტკივილს ებრძვის. თუმცა, კოფეინს სპეციალურად უმატებენ აღნიშნულ მედიკამენტებში, რამდენადაც ის წამლის ეფექტურობას 40% ზრდის. 5. ეხმარება სტრესისა და დეპრესიის დაძლევას როდესაც ყავას მიირთმევთ, ორგანიზმში გამომუშავდება დოფამინი და სეროტონინი, რომელიც პასუხისმგებელია კარგ ხასიათზე. კოფეინი, რომელიც ყავის შემადგენლობაშია, კარგად ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას, ეს კი თავის მხრივ დეპრესიისგან გიცავთ. 6. აუმჯობესებს მეხსიერებას საუბარია ხანმოკლე მეხსიერებაზე, თუმცა, ესეც კარგია, რადგან ინფორმაცია ჯერ ხანმოკლე მეხსიერებაში ინახება, შემდეგ კი ხანგრძლივში გადადის. 7. ხელს უწყობს წონაში კლების პროცესს კოფეინი ორგანიზმში ჰორმონ ლეპტინის შემცველობას ზრდის, ეს კი, თავის მხრივ, იწვევს წონაში კლებას. დამტკიცებულია, რომ ყავის მოყვარულებს წონაში მოსამატებლად უფრო დიდი დრო სჭირდებათ, ვიდრე მათ, ვინც არ იღებს ამ სასმელს; ვარჯიშს სპორტულ დარბაზში კი ყავამანებისთვის გაცილებით დიდ ეფექტი გააჩნია. თუ ყავა გიყვართ, უარს ნუ იტყვით სიამოვნებაზე! თუმცა, ნუ დაივიწყებთ რომ სასრგებლო მხოლოდ მთელი ყავის მარცვლებისგან ახლად დაფქული სასმელია, რაც შეეხება ხსნად ყავას, ძალიან ცოტა რაოდენობის კოფეინს და ბევრ ქიმიურ მინარევს შეიცავს. ამასთან, გახსოვდეთ რომ ნებისმიერი ყავას წყალი უნდა დააყოლოთ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. ასევე დაგაინტერესებთ: რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით! რა უნდა მივირთვათ ლამაზი სახის კანი რომ გვქონდეს როგორ ყავას სვამენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში – მოამზადეთ და დააგემოვნეთ თუ ლუდი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! 9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ! საჭირო პროდუქტები იდეალური სახის კანისთვის თუ პომიდორი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! 10 არგუმენტი, თუ რატომ უნდა მივიღოთ დილით თბილი ლიმონიანი წყალი 384 17-ს მოსწონს
|