x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ტესტი მთვარეზე ფსიქოლოგებისგან– აირჩიეთ ერთი და გაიგეთ რას აღნიშნავს
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.


ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.

ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან.


image


დღევანდელი ტესტი დაფუძნებულია მთვარეზე, რომლის მოცემული ექვსი ვერსიიდან უნდა აირჩიოთ თქვენი რჩეული ერთი და შედეგად წაიკითხოთ მისთვის განკუთვნილი დახასიათება.





1.image
თუ თქვენი რჩეული პირველი მთვარეა, ეს ნიშნავს რომ თვითდაჯერებისა და სიმტკიცის დეფიციტს განიცდით. გიყვართ ისეთ საზოგადოებაში ტრიალი, სადაც უსაფრთხოება და სიმშვიდე სუფევს.

ისწავლეთ გარშემომყოფების ნდობა და გაეცით მეტი სიყვარული, რომელიც ასმაგად დაგიბრუნდებათ. ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.





2.image
თუ თქვენი რჩეული მეორე მთვარეა, ეს ნიშნავს რომ თქვენ ძალიან გულუხვი, კეთილი და ყურადღებიანი ადამიანი ხართ. მუდმივად ცდილობთ გააუმჯობესოთ ყველაფერი პირადში და თქვენს ირგვლივ.


ისწავლეთ სამყარო აღიქვათ თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. სურვილები ყოველთვის არ სრულდება, ამიტომ სჯობს გახდეთ უფრო მომთმენი და დაგმოთ პრინციპები.





3.image
თუ თქვენი რჩეული მესამე მთვარეა, ეს ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ უწყვეტი ენერგია. სამყაროს ოპტიმისტურად უყურებთ. მატერიალური კეთილდღეობისთვის თავდაუზოგავად შრომობთ, რადგან სტაბილურობა და იმედიანად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ.


ყველაფერს დიდი მოთმინებით უდგებით, რის გამოც ხშირად უშვებთ შეცდომებს. სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან შეცდომებზე სწავლობთ შემდეგ და მეტი დაბრკოლება უფრო გაახლოვებთ წარმატებასთან.





4.image
თუ თქვენი რჩეული მეოთხე მთვარეა, ეს ნიშნავს რომ გარშმომყოფების თვალში პატივსაცემი ადამიანი ხართ. არაა საჭირო ყოველთვის სიამოვნება და კმაყოფილება მიანიჭოთ მათ, პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნეთ.


ისწავლეთ თქვენი უნიკალურობისა და ღირებულებების აღიარება და განახორციელეთ ნიჭი და იდეები, რომლებიც უხვად გაქვთ.





5.image
თუ თქვენი რჩეული მეხუთე მთვარეა, ეს ნიშნავს რომ სასწაულად ენერგიული და ვნებიანი ადამაიანი ხართ. შეგწევთ უნარი გაიხაროთ იმ მომენტებით, რომლებსაც ცხოვრება გჩუქნით. კარგად გამოგდით თავის დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში და ხართ ძალიან მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართაც.


დროა ისწავლოთ გრძნობების გამოხატვა. ბევრი ისაუბრეთ ოჯახის წევრებთან და იყავით მართალი, რაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას.





6.image
თუ თქვენი რჩეული მექვსე მთვარეა, ეს ნიშნავს რომ თქვენ ხართ ემოციური, პრაქტიკული და კეთილი ადამიანი. შგიძლიათ ცხოვრებით ტკბობა. მიკეუთვნებით იმ კატეგორიას, რომლებიც მიირთმევენ ბევრ ტკბილეულს, უყვართ მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენა და გვიან წვებიან დასაძინებლად.


ეს ყველაფერი შთანთქავს თქვენს ენერგიას. ისწავლეთ ზომიერება როგორც საკვების მიმართ, ასევე სამსახურსა და ურთიერთობებში. დაგეგმეთ დღე სწორად და გაიმყარეთ რეჟიმი, რაც გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას და შეღებავს ცხოვრებას ახალი ფერებით.




იხილეთ აგრეთვე:


ტესტი: ამოირჩიეთ ყვავილი და გაიგეთ რას ამბობენ თქვენზე ფსიქოლოგებიimage




ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფნიimage




აირჩიეთ ხე და გაიგეთ ხართ თუ არა მოღალატეimage




ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც გეტყვით თქვენი ცხოვრების ცვლილებებსimage




ამოირჩიეთ თვალი და ნახეთ რას განსაზღვრავს ისimage




ამოირჩიეთ ვაშლი და აღმოაჩინეთ თქვენი თვისებებიimage




იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?image




იცოდით რაზე მეტყველებს თქვენი თმის სიგრძე?image


0
1225
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0