სხვა 15 სახალისო ფაქტი ახალ წელზე 2017, 29 დეკემბერი, 20:09 სტატიაში გთავაზობთ 12 სახალისო და საინტერესო ფაქტს ახალ წელზე.
1. ეთიოპელებს 13 თვე აქვთ, მათთან ჯერ კიდევ 2006 წელია, ისინი ახალ წელს 11 სექტემბერს აღნიშნავენ. 2. როცა საბჭოთა კავშირის რუსეთში რელიგია აიკრძალა, სანტა კლაუსი (წმინდა ნიკი) "ბაბუა ყინვით" ჩაანაცვლეს. მას ზამთრის სულს ეძახდნენ, მას მოჰქონდა საჩუქრები და ტოვებდა "საახალწლო ხის" ქვეშ. 3. კორეაში და ზოგ სხვა აზიურ ქვეყანაში, როცა ბავშვი იბადება, ის უკვე 1 წლისად მიიჩნევა, მისი ასაკი კი ყოველ ახალ წელს იზრდება. მაგრამ თუ ვიღაც დაიბადა ახალი წლის ღამეს, ის უკვე 2 წლისად მიიჩნევა. 4. ძველად ჰავაიში ახალი წელი 4 თვეს გრძელდებოდა, ომი აკრძალული იყო, ხალხი წყვეტდა მუშაობას და დროს ატარებდა ცეკვაში და გართობაში. 5. ანტარქტიდაზე ყოველ ახალ წელს იმართება მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც "ყინულის მარაგი" (icestock) ეწოდება. 6. ქართველები და რუსები ახალ წელს ორჯერ აღნიშნავენ - პირველ იანვარს და 14 იანვარს. 7. აკიტაში, იაპონიაში ახალ წელს ასეთი ტრადიციაა: კაცები იმოსებიან დემონებივით, სვამენ და ბავშვებს აშინებენ მათი სიზაარმაცის, მშობლების გაუგონრობის და ცუდად მოქცევის გამო. 8. არსებობს მხოლოდ 14ნაირი კალენდარი. მაგალითად, 2014 წლის კალენდარი იგივეა, რაც 2003, 1997, 1986, 1975, 1969, 1958, 1947, 1941, 1930, and 1919 წლების. 9. იანვრის თვის სახელი მოდის იანუსიდან. იანუსი რომაულ მითოლოგიაში შესასვლელ-გასასვლელების, კარიბჭეების ღმერთი იყო, რომელიც გამოისახებოდა ორი სახით). 10. ახალ წელს საჩუქრების ჩუქების ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, როცა სპარსელები ერთმანეთს კვერცხებს ჩუქნიდნენ ნაყოფიერების სიმბოლოდ. 11. ესტონეთში ახალ წელს 7, 9 ან 12 კერძს მიირთმევენ. მათ სჯერათ, რომ ახალ წელს ამდენი კერძის ჭამა მათ გააძლიერებს. 12. პირველად ახალი წელი 4000 წლის წინ აღინიშნა ბაბილონელების მიერ. 13. იტალიაში ახალ წელს ხალხი წითელ საცვალს ატარებს, მათ სჯერათ, რომ ეს მათ მთელი წლის განმავლობაში იღბალს მოუტანს. ეს ტრადიცია სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს. 14. ბევრი ადამიანი ახალი წლის მოსვლას შამპანურის ბოთლის გახსნით აღნიშნავს. ამერიკაში ახალ წელს დაახლოებით 360 მილიონ ჭიქა შამპანურს სვამენ. 15. ფეიერვერკების სროლის ტრადიციაც ძველი დროიდან იღებს სათავეს. მათი დანიშნულება ბოროტი სულების შეშინება იყო, რომ ახალი წელი მშვიდად და იღბლიანად დაწყებულიყო. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. 16 უცნაური იაპონური გამოგონება 2. ისლანდიაში მანქანების სიჩქარის შესაჩერებლად სამგანზომილებიანი ზებრახაზი დახატეს 3. ფინური სკოლების წარმატების 14 მიზეზი 4. 14 საოცარი ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ 5. 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ 450 2-ს მოსწონს
|