x
image
_K_
რატომ უნდა ისწავლოთ ფრანგული?
სტატიაში შემოგთავაზებთ 10 კარგ მიზეზს, თუ რატომ უნდა ისწავლოთ ფრანგული ენა!

image

1. მსოფლიო ენა



ხუთ კონტინენტზე 220 მილიონ ადამიანზე მეტი საუბრობს ფრანგულად. ფრანგულად მოლაპარაკე ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაცია OIF -ში შედის 77 წევრი სახელმწიფო. ფრანგული ინგლისურის შემდეგ ყველაზე გავრცელებულ უცხოურ ენად მიიჩნევა, ხოლო მსოფლიოში გავრცელების მიხედვით მეექვსე ადგილზეა.

ფრანგული, ასევე, ერთადერთი ენაა, რომელსაც, ინგლისურთან ერთად, მთელ მსოფლიოში მიიჩნევენ საჭიროდ. საფრანგეთში მოქმედებს კულტურული ინსტიტუტების ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელი, რომელიც ატარებს ფრანგული ენის შემსწავლელ კურსებს მილიონობით ადამიანისთვის.

image


2. ენა სამუშაოსთვის


საერთაშორისო სამუშაო მარკეტზე ინგლისურისა და ფრანგულის ცოდნა უპირატესობად მიიჩნევა. ფრანგულის ცოდნა შესაძლებლობას გაძლევთ, დასაქმდეთ საფრანგეთში ან სხვა ფრანგულად მოსაუბრე ქვეყნებში (კანადა, შვეიცარია, ბელგია, აფრიკის კონტინენტი). როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე მყოფი და უცხოური ინვესტიციებისთვის მესამე ადგილზე მყოფი, საფრანგეთი ნამდვილად ეკონომიკური პარტნიორების შეძენის გასაღებია.

image

3. კულტურის ენა


ფრანგული არის მზარეულობის, მოდის, თეატრის, ვიზუალური ხელოვნების, ცეკვის და არქიტექტურის საერთაშორისო ენა. ფრანგულის ცოდნა გზას გიხსნით, ეზიაროთ ფრანგული ლიტერატურის შედევრებს, ისევე, როგორც ფილმებსა და მუსიკას. ფრანგული არის ვიქტორ ჰიუგოს, მოლიერის, ედიტ პიაფის, ჟან-პოლ სარტრის, ალენ დელონის და ზინედინ ზიდანის ენა.

image

4. ენა მოგზაურობისთვის


საფრანგეთი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. მას 79, 5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს წელიწადში. ფრანგულის ცოდნა უფრო სასიამოვნოს გახდის საფრანგეთში და მის რეგიონებში ვიზიტს. ამ ენის ცოდნა, ასევე, გამოგადგებათ, თუ შვეიცარიაში, კანადაში, მონაკოში, სეიშელში ან სხვა ფრანგულად მოსაუბრე ქვეყანაში ჩასვლას გადაწყვეტთ.

image

5. ენა უმაღლესი განათლებისთვის


ფრანგულის ცოდნა შესაძლებლობას გაძლევთ, ისწავლოთ ცნობილ ფრანგულ უნივერსიტეტებში და ბიზნეს-სკოლებში, რომლებიც ევროპისა და მსოფლიოს უმაღლესი განათლების დაწესებულებების მწვერვალად მიიჩნევა. მათ, ვინც კარგად იციან ფრანგული, შეიძლება, საფრანგეთის სახელმწიფომ გრანტი გადასცეს სპეციალისტების დახელოვნების კურსებისთვის საფრანგეთში.

image


6. ფრანგული, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ენა


ფრანგული არის გაეროს, იუნესკოს, ევროპის გაერთიანების, ნატოს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, წითელი ჯვრის და საერთაშორისო სასამართლოების სამუშაო და ოფიციალური ენა.

ფრანგული არის იმ სამი ქალაქის ენა, სადაც მდებარეობს ევროპის გაერთიანების სათაო ოფისები: სტრასბურგის, ბრიუსელის და ლუქსემბურგის.

image


7. ენა, რომელიც შესაძლებლობებს გიხსნით მსოფლიოსთან


ინგლისურისა და გერმანულის შემდეგ, ფრანგული ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ენაა ინტერნეტსივრცეში. ფრანგულის ცოდნა შესაძლებლობას გაძლევთ, გაიგოთ იმ ადამიანების აზრები მსოფლიოდან, ვინც ფრანგულად საუბრობენ და წერენ სოციალურ ქსელებში, ასევე, წვდომა გქონდეთ ფრანგულ მედია საშუალებებთან.

image

8. ენა, რომელიც სახალისოა სასწავლებლად


ფრანგული სასწავლებლად მარტივია. ბევრი საშუალება არსებობს, რაც ენის სწავლას უფრო სახალისოს ხდის როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. დიდი დრო არ არის საჭირო იმისთვის, რომ ფრანგულს კარგად დაეუფლოთ. მთავარი მონდომებაა!

image

9. ენა, რომელიც სხვა ენების სწავლაში დაგეხმარებათ


ფრანგულის ცოდნა კარგი საფუძველია სხვა ენების შესწავლისთვის, განსაკუთრებით - რომანული ენებისთვის (ესპანური, იტალიური, პორტუგალიური, რუმინული) და ინგლისურისთვის. ინგლისურ ენაში სიტყვების დაახლოებით 50% ფრანგულიდან არის შესული.

image


10. სიყვარულის ენა


პირველ რიგში, ფრანგულის სწავლა არის სილამაზის შესწავლის სიამოვნება. ფრანგულს ლამაზი ჟღერადობის გამო ხშირად უწოდებენ სიყვარულის ენას. ეს, ასევე, არის ანალიტიკური ენა, რომელიც ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კრიტიკული აზროვნება კი ღირებული უნარია დისკუიებისა და მოლაპარაკებებისთვის.

image

0
246
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0