x
image
_K_
იაპონელების 11 უცნაური ჩვევა
image


იაპონია ცნობილია თავისი უცნაური და რთული ეტიკეტის წესებით. შეიძლება, არ არის საჭირო ნებისმიერი მოქმედების ცერემონიად გადაქცევა, მაგრამ იაპონელები სულაც არ ფიქრობენ ასე...


1. შეხება

imageიაპონიაში უზრდელობად მიიჩნევა თვალებში ყურება და შეხება. ყველა იაპონელი პატივს სცემს სხვის პირად სივრცეს. თუ იაპონიაში მოხვდებით, ეცადეთ, არ შეეხოთ ხალხს.


იაპონიაში საზოგადოებაში კოცნაც უხერხულია. 1945 წლამდე ეს საჯარო წესების დარღვევად მიიჩნეოდა.


2. მიმართვა

imageადამიანებს რომ სახელით მიმართო, საკმარისი არაა იაპონიაში. ზრდილობიანი ფორმა "-სან" -ის გარდა მათ კიდევ უამრავი მიმართვის ფორმა აქვთ:

☀ "-კუნ" - ნაკლებად ზრდილობიანი, ვიდრე "-სან". მიახლოებით, იხმარება "მეგობაროს" მნიშვნელობით.

☀ "-ჩან" - კნინობითი სუფიქსი. ძირითადად გამოიყენებენ ბავშვებთან, ოჯახის წევრებთან ან შეყვარებულებთან მიმართვისას.

☀ "-სამა" - ყველაზე ზრდილობიანი ფორმა ("პატივცემულო"). გამოიყენებენ უფროსებთან საუბრისას.

☀ "-სენპაი" - მიმართავენ უფროს კოლეგას ან თანასკოლელს.

☀ "-კოჰაი" - "სენპაის" საპირისპირო

☀ "სენსეი" - მიმართავენ მასწავლებლებს, ექიმებს, პოლიტიკოსებს, მეცნიერებს და ავტორიტეტულ პირებს.

☀ "ში" - ფორმალური წერისთვის


3. სავიზიტო ბარათების გაცვლა

imageიაპონიაში ეს მთელი რიტუალია. აი, რა უნდა გააკეთოთ სავიზიტო ბარათების გაცვლისას:

☀ დარწმუნდით, რომ სავიზიტო ბარათს ისე დაიჭერთ, რომ წინა მხარე თქვენი კოლეგისკენ იყოს.

☀ შესთავაზეთ მას ის ორივე ხელით.

☀ თუ თქვენ უფრო ჩქარა მიაწვდით ბარათს, ვიდრე ის, დაელოდეთ, სანამ ბარათს გამოგართმევთ.

☀ რამდენიმე წამი უყურეთ სავიზიტო ბარათს.

☀ არ დაგავიწყდეთ თავის დაკვრა.


4. ლიფტში

image

იაპონიაში ლიფტშიც კი არაფორმალური, მაგრამ აშკარა წესები არსებობს. თუ ლიფტში პირველი შეხვალთ, ხდებით ლიფტის "კაპიტანი" და ახლოს უნდა დადგეთ სართულების ღილაკებთან. ლიფტის ყოველ გაჩერებაზე ვალდებული ხართ, აკონტროლოთ, რომ სანამ ყველა არ შემოვა, კარი ღია იყოს. ასევე, თქვენ ლიფტიდან ბოლო უნდა გახვიდეთ და ყველაფერი სწრაფად შეასრულოთ.

თუ იაპონიაში ტურისტად ხართ, გირჩევთ, პირველი არ შეხვიდეთ ლიფტში!


5. მეტრო

imageიაპონიის მეტროში არსებობს წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას: აკრძალულია საუბარი (მობილურზეც) და სხვების მიშტერება.

სავალდებულო არ არის, მოხუცს დაუთმოთ ადგილი, თუ მას დგომა შეუძლია. მეტროში არის სპეციალური ნიშნები მათთვის, ვისაც უნდა დაუთმოთ ადგილი, მაგალითად, ბავშვიან და ორსულ ქალებს ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.


6. ალკოჰოლური სასმელები

imageროცა იაპონელები სვამენ, სოციალური იერარქია მთლიანად ირღვევა. პროფესორს შეუძლია, დალიოს სტუდენტებთან ერთად და შემდეგ მათ მთვრალი მიიყვანონ ის სახლში; ბიზნესმენმა, რომელიც კოლეგასთან სერიოზულ საქმეზე მუშაობს, ღამით შეიძლება მასთან ერთად ბევრი დალიოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

საინტერესო ისაა, რომ როცა ისინი ფხიზლდებიან, ისე იქცევიან, თითქოს წინა ღამით არაფერი მომხდარა. იაპონიაში რაც სიმთვრალეში ხდება, სიმთვრალეშივე რჩება.


7. ფული

imageიაპონელებს უცნაური დამოკიდებულება აქვთ ფულის მიმართ: მათ რცხვენიათ ფულის საჯაროდ გამოჩენის. ამიტომაც, ფულის კონვერტში ჩადება საკმაოდ გავრცელებული წესია აქ. თუ კონვერტი არ გაქვთ, აუცილებლად უნდა შეახვიოთ ფული ქაღალდში, სანამ ვინმეს მისცემდეთ.

რა თქმა უნდა, საჭირო არაა, სუპერმარკეტებშიც ასე მოიქცეთ, მაგრამ გახსოვდეთ წესი: არასდროს მისცეთ მოლარეს ფული ხელიდან ხელში.

ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პირადი სივრცის პატივისცემის გამო ხდება.


8. სწორად ჯდომის ხელოვნება

image

ჯდომას, როცა ფეხები ბარძაყების ქვეშ გაქვთ შეკეცილი, "სეიზა" ეწოდება და იაპონელები მხოლოდ ამ პოზაში სხდებიან იატაკზე. ისინი ასე კომფორტულად გრძნობენ თავს.

რადგან ევროპელები ასეთ ჯდომას მიჩვეულები არ არიან, მათ მალე უბუჟდებათ ფეხები.


9. საჩუქრები

image

იაპონიაში საჩუქრის ჩუქების კულტურა ძალიან ძლიერია, იაპონელები წელიწადში ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქარს: ო-ჩუგენის დროს (ზაფხულში) და ო-სეიბოს დროს (ზამთარში).

ბევრ ქვეყანაში მიღებულია საჩუქრის მაშინვე გახსნა, იაპონიაში კი ეს გაუმაძღრობად და მოუთმენლობად მიაჩნიათ.


10. თავის დახრა

image

თავის დახრის ხელოვნება იმდენად მნიშვნელოვანია იაპონიაში, რომ ამას ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ასწავლიან. არსებობს თავის დახრის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი: ჯდომა, დგომა და ქალური და კაცური ვარიანტები. აი, რამდენიმე მათგანი:

☀ მისასალმებელი 15°-იანი თავის დახრა ("ეშაკუ") : თანაბარი სოციალური ფენის ან თანაბარი საქმიანობის მქონე ადამიანებთან.

☀ პატივსაცემი 30°-იანი თავის დახრა ("კეირეი") : მასწავლებლებისთვის და უფროსებისთვის.

☀ ღრმად მოკრძალებული 45°-იანი თავის დახრა ("საიკეირეი") : უნდა გამოიყენოთ მაშინ, თუ იმპერატორს ნახულობთ ან ბოდიშს იხდით.

☀ "მუდარის" თავის დახრა: მხოლოდ მაშინ გამოიყენება, თუ რაღაც მართლა ძალიან ცუდს ჩაიდენთ.


რა თქმა უნდა, უცხოელებს არ მოეთხოვებათ თავის დაკვრა, მაგრამ იაპონელები მოხარულები იქნებიან, თუ თავის დახრით უპასუხებთ მათ სალამს.


11. ადგილის დათმობა

image

იაპონიაში მომხმარებელი ან ბიზნეს-პარტნიორი თითქმის ღმერთად მიაჩნიათ და წარმოუდგენელი პატივისცემით ექცევიან. როცა ისინი საკვები ობიექტიდან გადიან, მთელი კომპანია კარამდე ან ლიფტამდე მიყვება და თავს უკრავს.

ძალიან უხერხულია, თუ რამდენიმე ასეთი "დელეგაცია" გადაეყრება ერთმანეთს ერთ ადგილას.

იაპონელების ახალ თაობას მიაჩნია, რომ ეს "რიტუალი" მეტისმეტია და არ ასრულებენ.



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. 16 უცნაური იაპონური გამოგონება

2. ისლანდიაში მანქანების სიჩქარის შესაჩერებლად სამგანზომილებიანი ზებრახაზი დახატეს

3. ფინური სკოლების წარმატების 14 მიზეზი

4. 14 საოცარი ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ

5. 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ

0
3666
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0