x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ადამიანები,რომლებსაც შვილები დაეღუპათ

image
წელს ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და მძიმე თემა გახლდათ ტრაგედია, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანს მაია ასათიანს თავს დაატყდა, ეს გახლდათ მისი ერთადერთი ქალიშვილის, 17 წლის ნუცას გარდაცვალება, წინაპრებიდან ვიცით მარტივი ფორმულა: "მშობელი შვილის სიკვდილს არ უნდა მოესწროს", თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან ბედისწერა მუხთალია. მოდით, გავიხსნეოთ ზოგიერთი ცნობილი ადამიანი, საქართველოში თუ უცხოეთში, რომელებსაც ამ მძიმე განსაცდელის გადატანა მოუხდათ.


1) ვახტანგ თედიაშვილი(ლევან თედიაშვილის ვაჟი)(დაბ.1973 წ.25 დეკემბერს)-ვახტანგი აფხაზეთის ომში დაიღუპა და რაც ყველაზე შემზარავი და ტრაგიკულია, საკუთარ მამას ჩააკვდა ხელებში.თან თვითონ ლევანმა უთხრა შვილს მისულიყო აფეთქებულ თვითმფრინავთან:"– მიდი, იქნებ ვინმეს გადარჩენა შეძლოო"....აი, რას იხსნებს თემურ შაშიაშვილი:"თვითმფრინავში ვისხედით მეუფე კალისტრატე, ფრიდონ ინჯია, ჟურნალისტი ნანა კუხელაშვილი, მისი ოპერატორი და ლევან თედიაშვილი შვილის ცხედრით. ქუთაისში რომ დავფრინდით, ლევანმა მთხოვა მომხდარი ტრაგედის შესახებ მისი მეუღლისთვის მე მეცნობებინა. ცუდად გავხდი, ეს ვერ შევძელი და ამის გაკეთება ვაჟა ლორთქიფანძეს ვთხოვე, რომელსაც თბილისში დავურეკე და ლევან თედიაშვილის თხოვნა გადავაბარე."

ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა(სიკვდილის შემდეგ)

image

2)ირაკლი დოჩანაშვილი-(დაბ.1968წ)ცნობილი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა 22 წლის ასაკში. წყნეთში მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა.

image

3)გიორგი წიკლაური-ცნობილი მომღერლის თემურ წიკლაურის შვილი, რომელიც 5 წლის ასაკში გარდაიცვალა, აი, როგორ იხსენებს მაშინდელ ტრაგედიას "ივერიის" სოლისტი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში:"1983 წელს ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა, გიორგის დასაფლავების შემდეგ... საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენიდან სანთლებანთებულ მაყურებელს ხედავ. 2500 კაცი სანთლით ხელში რომ იდგა, შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც: ისინი შენ გამო შეწუხდნენ და სულით შენთან არიან, გამხნევებენ - აბა, მიდი ბიჭო, შენ იციო!

image

4)ელენე შენგელაია-2006 წელს ლეგენდარულ ქართველ რეჟისორს ელდარ შენგელაიას უმცროსი ქალიშვილი, 23 წლის ელენე ავტოავარიაში დაიღუპა.ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ რეჟისორი წლობით ჩამოშორდა შემოქმედებით მოღვაწეობას და მხოლოდ 2016 წელს დაიწყო ახალ მხატვრულ ფილმზე მუშაობა.

image

5) სანდრო ქოიავა-ცნობილი ტელეჟურნალისტის მანჩო გიორგობიანის ვაჟი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"როგორ უაზროდ და უსახელოდ დაიღუპა თავი, არადა, როგორ მინდოდა ქვეყნის საამაყო შვილი გამეზარდა, მონდოდა მეტრაბახა, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ისე ვიღებდით სანდროს ყველა ქებას, საკმაოდ ხშირად… სულაც არ მიკვირდა.. ყველაფერი ვიცოდი შენი…
“პლანი” როდის გასინჯე და როდის მოიშორე… “კლუბურ ნარკოტიკს” როდის შეეთამაშე, ესეც მითხარი და რომ “ეს შენი არ არის”, ესეც დაგიჯერე, შენ ხომ არასდროს მატყუებდი დე… მძიმე ნარკოტიკი როდის გასინჯე, ისიც მითხარი და რომ არ შემიყოლიოს, მეშინიაო და მაგიტომაც აღარ მოგინდა ამერიკაში დაბრუნება (სახლში მოაქვთ ყველაფერი, ძნელია უარის თქმაო).. საქართველოში, თბილისში მინდა, მირჩევნია, მამაჩემთან ერთად საქმეს მივხედავო…(მანჩო გიორგობიანი)

image


6)ანა ნიკოლ სმიტი-"პლეიბოის" ვარსკვლავის ვაჟი დენიელი ბავშვობიდანვე ავადმყოფობდა, თუმცა სამედიცინო პრეპარატების მიმართ ალერგიის გამო მისი მკურნალობა გართულებული იყო.

გაირა ბავშვობის წლებმა, დენიელი ზრდასრული ბიჭი გახდა და ერთხელაც პრეპატარების ზედმეტი მიღების შემდეგ 20 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.

ანა ნიკოლ სმიტისთვის ეს იყო თავზარდამცემი ამბავი, მას შემდეგ იგი ნარკოტიკებს და ფსიქოტროპიულ პრეპარატებს შეეჩვია, რაც მალევე მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

image


7)ერიკ კლაპტონი-1991 წელს კლაპტონის 5 წლის ბიჭუნა კონორი ნიუ-იორკის ცათამბჯენის 53-ე სართულიდან გადმოვარდა.

მუსიკოსი ერთი წლის განმავლობაში სრულ დეპრესიაში იყო....თუმცა შემდეგ, სცენაზე დაბრუნებულმა დაწერა სიმღერა "Tears in Heaven", რომელიც გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა და ერთ-ერთ საუკეთესო ჰიტად იქცა მის შემოქმედებაში.

image


8)სილვესტერ სტალონე-2012 წელს მსახიობს 36 წლის შვილი სეიჯი მოუკვდა.ექსპერტის დასკვნით სიკვდილის მიზეზი იყო ინფარქტი, რომელიც გულის იშემიურმა დაავადებამ გამოიწვია.

image


9)პირს ბროსნანი-მსახიობს 2013 წელს დაეღუპა 41 წლის ქალიშვილი შარლოტა.მიზეზი საშვილოსნოს კიბო.სხვათა შორის სიმსივნე მემკვიდრეობით ერგო გოგონას დედისგან, ბროსნანის პირველი და მეორე ცოლიც(შარლოტას დედა) სიმსივნით დაიღუპნენ.

image


10)რობერტ პლანტი-"ლედ ზეპელინის" სოლისტის 5 წლის ვაჟი კერაკი კუჭზე განვითარებული ინფექციიით დაიღუპა, როდესაც ჯგუფი გასტროლებზე იყო.

მომღერალი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა და კარგა ხანს არავის ეკონტაქტებოდა.მოგვიანებით პლანტმა სიმღერა “All My Love”მიუძღვნა კერაკს.

image

0
3143
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
3143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0