x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ნანუკა ჟორჟოლიანი: პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა როსტოს შეწყალება...
imageროგორც ცნობილი გახდა ახლახანს საქართველოს პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული 187 პატიმარი შეიწყალა, მათი ნაწილი გათავისუფლდა, ნაწილს კი სასჯელი შეუმსუბუქდა, ცნობილი ხდება ისიც, რომ შეწყალება ითხოვა ტელეწამყვანმა ლევან როსტოშვილმა, თუმცა პრეზიდენტმა იგი არ შეიწყალა, ამ ფაქტის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებას აქვეყნებს:


"200 მდე კაცი შეიწყალა პრეზიდენტმა. ვულოცავ ყველას სახლში დაბრუნებას. ძალიან მაგარია, როცა პატიმარი გიბრუნდება ციხიდან. ვიცი მე ამის ფასი ❤️


შეწყალება ითხოვა როსტომაც. მოქალაქემ რომელმაც დააშავა, აღიარა, თითქმის ორი წელი იჯდა, ვარჯიშობს, მოქალაქე, რომელიც კლუბურ ნარკოტიკზე ზის, რომელიც არავისთვის საშიში არაა და რომელიც ციხემ ისე შეცვალა, თვალსაჩინოა ყველასთვის.


მაგრამ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა. ვერ გაბედა როსტოს შეწყალება. ნარკოტიკებთან მეგობრობა თუ ასე შეაშინებდა პრეზიდენტს არ მეგონა. თან კლუბურ ნარკოტიკთან. არ გეგონოთ სუბიექტური ვარ, თუმცა ალბათ ვარ კიდეც, მაგრამ ახლა პრეზიდენტის გაურკვეველი მიდგომები უფრო მაკვირვებს?!



ოჯახის წევრების გარდა ვის იწყალებს ის? ვინც საშიში არაა, ვინც პირველად ზის, ვინც სასჯელის გონივრული ვადა მოიხადა, ვინც ციხის კედლები მისთვის სასარგებლოდ გამოიყენა. როცა ამ ყველაფერს აკმაყოფილებ და პრეზიდენტი არ გიწყალებს რასთან გვაქვს საქმე? სუბიექტურობასთან! ძალიან დიდ სუბიექტურობასთან.


ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დღეს, კიდევ ერთ ადამიანს კარით ხელი უკან, წუმპისკენ. და არ მითხრათ კანონი კლუბურ ნარკოტიკს არ წყალობსო! არც მარიხუანას წყალობდა, მაგრამ ეწეოდნენ. ზოგიც მთაში, ზოგიც ბარში"image

2
392
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
392
  
2017, 30 დეკემბერი, 22:10
წამლის "ბარიგები" გაუშვით მუდმივზე, არანაირი შეწყალება და პრივილეგიები. სადაც წესია "მამულიჩაც" სასჯელს უნდა იხდიდეს ახლა.
ნარკომანებს უმკურნალეთ იძულებით, ვინც არ დაემორჩილება გახსენით სპეცკოლონია და იქ წაიყვანეთ.
ნებისმიერი ნარკომანი პოტენციური დამნაშავეა.
2017, 28 დეკემბერი, 16:05
კლუბური ნარკოტიკების გამო ადამიანის ციხეში ჩასმაა დანაშაული, არშეწყალება კი მითუმეტეს ახლა ამ შერიბილებული ნარკოპოლიტიკის ფონზე ღალატია იმ ხალხის ვისაც თქვენი იმედი აქვს ბატონო პრეზიდენტო!
0 1 2