x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რეგიონებს დენის გადასახადი თითქმის 2 თეთრით გაეზარდა

image


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატ საათზე საშუალოდ 1.28 თეთრით გაეზრდებათ.
ტარიფის ცვლილება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორს შეეეხება. საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა:
თვეში 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი, ნაცვლად 12.954 თეთრისა, განისაზღვრა 14.23666 თეთრით, 101 კილოვატიდან 301 კვტ/სთ ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16, 931 თეთრისა, განისაზღვრა 18.21366 თეთრით, 301 კვტ/სთ-დან კი ნაცვლად 21.450 თეთრისა, ტარიფი 22.73266 თეთრით განისაზღვრა.
რაც შეეხება კომერციულ სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ/სთ-ზე 14.860 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.251 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.083 თეთრს.
ახალი ტარიფები სამი წლის განმავლობაში, 2020 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ს ფარავს და რეგიონებში მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება.
0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0