საზოგადოება გიორგი მახარაძეს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, ერთ ღამეში 4000 დოლარზე მეტი შეუგროვეს 2017, 27 დეკემბერი, 8:56
მოგეხსენებათ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობი გიორგი მახარაძე მძიმე სენს ებრძვის. ახლახანს ახალგაზრდა მსახიობს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია საზოგადოებაში სწრაფად გავრცელდა, გიორგის ოჯახი უსახსრობის გამო საჭირო პროცედურების ჩატარებას ვერ ახერხებს, ამიტომ საჭიროა აუცილებელი ფინანსური დახმარება. გახსნილია ანგარიში მისი დედის, თეონა ჩივაძის სახელზე: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე ანგარიშსწორების ანგარიში: GE16TB7747845061100065 პარარელურად სოციალურ ქსელ Facebook-ში, ერთ-ერთ ჯგუფში რომლის სახელია „ჩვენ ამერიკაში" გაიხსნა თემა, რომლის ავტორიც გახლავთ გიორგი ნიკოლაიშვილი სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩარიცხოს თანხა და დაეხმაროს ახალგაზრდა მსახიობს. გიორგი ნიკოლაიშვილი პოსტში წერს: „ძვირფასო მეგობრებო, სევდანარევი სიამაყით ვწერ ამ სტატუსს. გიორგი მახარაძის დასახმარებელი თანხა ყოველ საათში იზრდება. 12 საათში უკვე $4, 000-ზე მეტი მოვაგროვეთ. გთხოვთ გააგრძელოთ წინა პოსტის გაზიარება, რათა ბევრმა ნახოს და თანხა ჩარიცხოს. ასეთი ერთსულოვანი, ასეთი გაერთიანებული ქართველები მიყვარს. ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ამერიკის ქართული ემიგრაცია საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ ერთად დგომით სხვას ვაძლიერებთ. დავფიქრდეთ, არავის იცის, გიორგის შემდეგ ვინ იქნება ჩვენი ბენეფიციარი. დღეს გაღებული თუნდაც $1, ხვალ სიკეთით დაგვიბრუნდება. ჩვენი სულების გადასარჩენად; ჩვენი მომავლისთვის, გავაგრძელოთ ასეთი სოლიდარობა და დავეხმაროთ ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობს, რათა გადარჩეს! უდიდეს მადლობას გეუბნით ყველას! ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენ ერთად ერთი ვართ! სიკეთე ხომ ყველაზე სწრაფად გადამდებია“. 124 5-ს მოსწონს
|