x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
როგორ შევუხამოთ ერთმანეთს ქართული ღვინო და ტრადიციული საახალწლო კერძები - რჩევები დიასახლისებს

image

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, თუ როგორ გავაწყოთ და გავალამაზოთ სუფრა... ყველა ფუსფუსებს, ამზადებს საახალწლოდ ტრადიცულ კერძებსა და ტკბილეულს. ასევე, საგანგებოდ გადანახულ ღვინის ბოცებს თავებს ხდიან და დიდი დღესასწაულისთვის ემზადებიან. ამავე დროს, მნიშვნელოვანია და ალბათ, ყველას აინტერესებს თუ რომელ ქართულ კერძს რომელი ღვინო მიესადაგება. სომელიე, ანა ხითარიშვილი მკითხველს მრავალ საინტერესო და სასარგებლო რჩევას აძლევს...

სავიცი

image

რა თქმა უნდა, განხილვა ქართული საახალწლო სუფრის ერთ - ერთი მთავარი ატრიბუტითა და მშვენებით "ინდაურის საცივით" დავიწყეთ: "საცივს" საუკეთესო არომატს ქვევრის თეთრი ღვინოები სძენს... რქაწითელი ან ქისი (აუცილებელია, რომ ტანინები დაბალანსებული და ხავერდოვანი იყოს)".

გოჭი

image

საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი - გოჭი - ორნაირად განვიხილეთ: "პირველი, შემწვარ გოჭს კიდევ უფრო გემრიელ არომატს წითელი საფერავი და ადგილწარმოშობის ნაფარეული სძენს. მათი ნაზავი საახალწლო სუფრას კიდევ უფრო გააგემრიელებს. მეორე, მოხარშულ გოჭს არაჩვეულებრივ პარტნიორობას კახურად დაყენებული, ხავერდოვან - ტანინიანი რქაწითელი ან თუნდაც წითელი ღვინოებიდან შავკაპიტო გაუწევს".

ხაჭაპური

image

ხაჭაპურის გარეშე ქართული სუფრა არ იქნება, არც საახალწლო. მის გამორჩეულობას კიდევ უფრო წარმოაჩენენ თეთრი მშრალი ღვინოები, რომლებიც კლასიკური მეთოდით არიან დამზადებულები, ასეთებია: კახური მწვანე, რქაწითელი, ქისი, ასევე წინანდალი და ციცქა, თუ ხაჭაპურში მარილი გამოკვეთილია, მაშინ კარგი შეხამება იქნება ნახევრადტკბილი ადგილწარმოების ღვინო ტვიშთან იხილეთ მეტი

0
61
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0