სისხლის სამართალი "იმიტომ გავაუპატიურე,რომ უცხოელი იყო, ლამაზი და მოკლე კაბა ეცვა"-ბეირუთში ინგლისელი დიპლომატი მოკლეს 2017, 25 დეკემბერი, 9:44 30 წლის დიპლომატი, რომელიც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა გზის პირას აღმოაჩინეს ყელზე თოკწაჭერილი, ხოლო ტანსაცმელი შემოგლეჯილი ჰქონდა. ტრაგედია მოხდა გასულ კვირას, როდესაც 30 წლის დიპლომატი რებეკა დეიკსი(Rebecca Dykes) ბეირუთის ერთ-ერთ ტურისტული ბარიდან გამოვიდა და ტაქსი დაიჭირა, ტაქსისტი, როგორც შემდგომ გაირკვა, იყო 29 წლის ტარეკ ჰოვჩიე(Tarek Hawchieh), რომელმაც ჯერ გააუპატიურა ახალგაზრდა ქალი, შემდეგ კი გაგუდა და გზის პირას მიაგდო. დაკავების შემდეგ ტარეკმა პოლიციელებს განუცხადა, რომ ქალი იმიტომ გააუპატიურა, რომ უცხოელი იყო, ლამაზი და თანაც მოკლე კაბა ეცვა, ამიტომ იფიქრა, რომ ადვილად დაეუფლებოდა. ტარეკის დაკავების შემდეგ დედამისმა განაცხადა:"ძალიან ვწუხვარ რაც მოხდა, გაწბილებული ვარ ჩემი შვილით, თუ ნამდვილად არის იგი დამნაშავე ის უნდა დარჩეს სამუდამოდ ციხეში" როგორც პოლიციამ გაარკვია, ტარეკი პრობლემური პიროვნება იყო, მანამდე იგი ორჯერ იყო ნასამართლევი, ერთხელ მოტოციკლის გატაცებისთვის 6 თვით ჩასვეს სატუსაღოში, ხოლო მეორედ ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ტაქსისტად რომ მოწყობილიყო uber-ში საბუთები გააყალბა, აღსანიშნავია, ხოლო მისი ეთიოპელი შეყვარებულიც ციხეშია. ტარეკის 'ფეისბუქის" გვერდი ნამდვილად საგანგაშოა, მაგალითად 2014 წელს ატვირთული აქვს ფოტო სადაც კალაშნიკოვის ავტომატით თავს იწონებს. . ტერეკი ძალზე ცუდად დაახასიათა მისმა ბოსმა:"ნერვიული და ქარიზმატული(შენიშვნა: სავარაუდოდ ქარიზმატულის მნიშვნელობა არ იცის), ქურდბაცაცა, კლიენტს ტელეფონი მოპარა, გამუდმებით ფულს თხოულობდა ავტომობილის რემონტზე" და ეს ყველაფერი10 დღეში მოასწრო, ანუ მას სულ რაღაც 10 დღის დაწყებული ჰქონდა მუშაობა uber-ტაქსში. 353 8-ს მოსწონს
|