მხატვრობა ბავშვების მიერ დაფაზე ცარცით შექმნილი შედევრები, რომლებიც მასწავლებლებმა წაშალეს... 2017, 25 დეკემბერი, 2:46 არაერთ პოსტში აღგვინიშნავს, რომ ხელოვნებას არ გააჩნია საზღვრები. ეს სტატიავ ერთ-ერთი დამადასტურებელია ამ ფაქტისა. მასში მოცემული ფოტოსურათები გადაღებულია ჰონკ კონგის საშუალო სკოლაში, სადაც ნიჭიერი მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა პატარა გუნდმა შექმნა შედევრები ფერადი ცარცით სასკოლო დაფაზე . ნამდვილად დასანანია, რომ მათი წაშლა გახდა აუცილებელი, გრაფიტის მსგავსად ესეც პატარა ხულიგნობად ჩაუთვალეს და დაფა დანიშნულებისამებრ გამოიყენეს. ბავშვების საყვარელი გამოსახულებები ძირითადად ანიმაციებიდან, მეტწილად კი ჰაიაო მიაზაკის ანიმედანაა შექმნილი. ეს გუნდი 2016 წელს დაარსდა და დღემდე აგრძელებენ ხატვას დაფაზე რომელსაც შლიან და ქიმიურ ფორმულებს წერენ... შემდეგ შლიან და ისევ ხატავენ... "ხელოვანს ჩვარი ვერ შეაჩერებს" 428 4-ს მოსწონს
|