x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
რომელ ტელეარხებში წავიდა ყველაზე მეტი სამთავრობო დაფინანსება - კვლევა
image

2017 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ტელევიზიებთან 4 665 570 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს. მათი დიდი ნაწილი - 3 800 606 ლარი ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის, 864 964 ლარი კი - რეგიონულ მაუწყებლებზე.


2017 წლის კვლევის საბოლოო ანგარიში მედიის განვითარების ფონდმა გამოაქვეყნა.


ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების - 2 449 383 ლარის ხელშეკრულება „იმედთან“ გაფორმდა, მას მოსდევს რუსთავი 2 (510 544 ლარი ) და პულსი TV (203 330); ყველაზე მცირე ოდენობის კონტრაქტი კი - სტარვიზიასთან (845) გაფორმდა. გარკვეული საბიუჯეტო კონტრაქტები არ იძლეოდა იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობას,



თუ რომელ მედია საშუალებაში რა თანხა გადანაწილდა და ეს თანხა „ერთიან

ხელშეკრულებებში“ მოვახვედრეთ (ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 494 537 ლარი);


აღნიშნული თანხის 69 % - 341 376 ლარი (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შპს „ბრავო მედიასთან” დადებული ხელშეკრულება) ტელეკომპანია იმედში, რუსთავი 2-სა და მაესტროში გადანაწილდა, 19 % (91 736 ლარი) კი - იმედსა და რუსთავი 2-ზე, ხოლო 12 %-ის (61 425 ლარი) შემთხვევაში ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, თუ რომელ ტელევიზიაში იყო გაწეული ეს მომსახურება.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0