ტენდენციები გორელი "ობობების" მიერ შექმნილი "აბლაბუდა", რომელიც მოდის სფეროში თავის სათქმელს იტყვის! 2017, 23 დეკემბერი, 21:26 გორელი "ობობები"-ამ სახელის მიღმა სამი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონა იმალება, მაგრამ მათი ნამუშევრების ნახვის შემდეგ, მათ არაჩვეულებრივობაში დარწმუნდებით!
პროფესიით ფსიქოლოგი მარიამ ხუბულური, ოფის-მენეჯერი ნინო სამადალაშვილი და ბიზნეს-ადმინისტრირების კურსდამთავრებული თამარ სამადალაშვილი საკუთარი ხელით ქსოვენ თანამედროვე და მოდურ ქალის ჩანთებს, რომლებიც ხარისხითა და დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა.
მრავალფეროვანი ფერთა გამა და ხელოვნების დონეზე შექმნილი ნამუშევრები საკმაო დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა გოგონების თქმით, ეს საქმიანობა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.
ნინოსთან და მარიამთან გასაუბრება გადავწყვიტე, გთავაზობთ მათ ინტერვიუს: როგორ გაჩნდა ჩანთების შექმნის იდეა? მარიამი: იდეა გამიჩნდა ორი წლის წინ, ინტერნეტიდან რამდენიმე ფოტო გადმოვწერე და მომეწონა, მაგრამ თავდაჯერებულობა მაკლდა, ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი. შემდეგ სხვადახვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული, აქტიურად ვმუშაობდი "გორის ქალთა კამერულ" გუნდში პიარის განხრით, თუმცა შემდეგ წასვლა გადავწყვიტე, რადგან სხვა საქმიანობამ უფრო გამიტაცა, თუმცა ამის პარალერულად მინდოდა რაღაც სხვა მეკეთებინა. ჩემი სურვული ნინოს გავანდე... ნინო: მარიამს სჭირდებოდა მეორე ადამიანი, რომელიც თავდაჯერებულობას შემატებდა და მასავით დაინტერესებული იქნებოდა ამ საქმიანობით. მარიამი: ნინო არის ადამიანი, რომელიც რასაც ხელს მოკიდებს, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. მასთან ერთად მუშაობამ უფრო მონდომებული გამხადა. რატომ "აბლაბუდა"? მარიამი: გვინდოდა განსხვავებული სახელი მოგვეფიქრებინა და არა სტანდარტული, მაგ: "ხელნაკეთი ჩანთები, ან ნაქსოვი ჩანთები", როგორც ხშირად ვხვდებით ხოლმე ინტერნეტ-სივრცეში. ბევრი ვეძიეთ, განვიხილეთ ყველა სიტყვა, რაც შეიძლება ქსოვასთან კავშირში ყოფილიყო და ერთობლივი გადაწყვეტილებით დავარქვით "აბლაბუდა". ნინო: მე ობობეს ვერ ვიტან (იცინის), თუმცა მაინც დავეთანხმე. მარიამი: ხუმრობით ვთქვით, რომ "აბლაბუდას" ვქსოვდით და ოფიციალურ გვერდზეც საკონტაქტო ინფორმაციაში "ობობები" ჩავწერეთ. (იცინის) შემდეგ კი სახელი სერიოზულად მოგვეწონა და ასე დავარქვით "აბლაბუდა". რა მასალას იყენებთ? ნინო: მასალად ვიყენებთ ე.წ ტრიკოტაჟის ნაჭერს, (მანქანაზე (ან ხელით) წინდურად, ნაქსოვი ბამბის (აბრეშუმის, შალის...) ნაწარმი. გასაწყობად ვიყენებთ, მეტალის ჯაჭვებს და შესაკრავებს. ორი ნამუშევარი უკვე გაყიდეთ, რა იყო თქვენი პირველი შეგრძნება? მარიამი:პირველი მაგარი შეგრძნება იყო, როცა ინტერვიუსთვის დაგვიკავშირდი და გვითხარი რომ გსურდა ჩვენს ნამუშევრებზე დაგეწერა, მეორე მაგარი შეგრძნება იყო, როცა მითხარი, არ მინდა სხვებმა დამასწრონო და მესამე საოცარი შეგრძნება-როცა პირველი ჩანთა გაიყიდა. (იცინის) შეგიძლიათ ეწვიოთ "აბლაბუდას" ოფიციალურ გვერდს და დეტალურად გაეცნოთ: ავტორი: ხატია მუმლაძე 179 6-ს მოსწონს
|