x
image
მოზამბიკელი
2017 წლის ანტიტრენდები-ქალის ეს ფეხსაცმელი დიდი ხანია მოდაში აღარ არის!

მოდა მუდმივად იცვლება და ხშირად მისთვის ფეხის აწყობა არც ისეთი ადვილია, რადგან უპირველესად ეს ფინანსურ მხარეზეა დამოკიდებული.
თუმცა მოხერხებული ქალი ყოველთვის ლამაზად და მოდურად გამოიუყურება, მუხედავად ფინასნური შესაძლებლობისა.
საკმარისია ვიცოდეთ, როგორ შევარჩით ესა თუ ის ტრენდული, თუმცა იაფი ნივთი ჩვენთვის, იქნება ეს ჩანთა, ფეხსაცმელი, თუ ტანსაცმელი.
უნდა აღინიშნოს ის, რომ მოდა ტანსაცმელში უფრო ხშირად იცვლება, ვიდრე ფეხსაცმელში, რადგან მარტივად შესაძლებელია ერთიდაიგივე ფეხსაცმელი რამდენიმე წელი ვატაროთ, თუმცა როგორც ტანსაცმელი, ისიც გადადის მოდიდან, ამიტომ შეძლებისდაგვარად უნდა მივაქციოთ ყურადღება მსოფლიო მოდაში მიმდინარე ცვლილებებს.
წარმოგიდგენთ ფეხსაცმელებს, რომლებიც 2017 წელს მოდაში აღარაა და თუკი ასეთს ხმარობთ, გირჩევთ კარადაში შეინახოთ, თუმცა ნუ გადაყრით, რადგან მოდა ბრუნდება.

1. “ბალეტკები”
image
უკვე დროა ასეთი ფეხსაცმელი შეინახოთ, რადგან ისინი უკვე რამდენიმე სეზონია მოდაში აღარ არის, 2017 წელს მსვხილ ქუსლიანი ან სქელ ძირიანი ფეხსაცმელი იკავებს ადგილს .
თუმცა არსებობენ ქალები, რომლეიბიც ე.წ ბალეტკებში თავს კომფორტულად გრძნობენ და სულაც არ ფიქრობენ იმაზე, მოდაშია თუ არა ისინი.
მოდას რომ თავი დავანებოთ, ორთოპედები ასეთი სტილის ფეხსაცმელს რეკომენდაციას არ უწევენ, მათი მოსაზრებით ასეთ ფეხსაცმელში ფეხი ძლიერ დატვირთვას იღებს, შედეგად შეიძლება დაგვემართოს ფეხებში კრუნჩხვის შეგრძნება, პრობლემები მუხლებზე და ხერხემალზე.

2. წვრილი და მაღალი ქუსლი
image
წვრილი და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქალი ამბობს მათზე უარს. 2017 წელს ისინი თავისუფალი სტილის სანდლებმა ჩაანაცვლა, სქელი და პატარა ქუსლით.

3.კედები
image
კედების კლასიკური სპორტული მოდელები უკვე ძველმოდურად ითვლება.
ახლა, ტენდენციური ე.წ ტაპკებია, რომელიც კედებისგან განსხვავებით ბევრად სადა და თავისუფალი სტილია. გარდა ამისა, ეს ფეხსაცმელი ყველაფერთან შეგვიძლია ჩავიცვათ, უხდება ჯინსებსაც და კაბასაც.

P.S
ჩემთვის მოდას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავრია მიხდებოდეს ის რასაც ვიცვამ, თანაც კედებზე ვერასდროს ვიტყვი უარს, მოდა სულ რომ ამოტრიალდეს!


0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0