კახეთი გაზის ნამწვით კახეთში ცოლქმარი გაიგუდა 2017, 23 დეკემბერი, 14:49 გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ცოლ-ქმარი გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 77 და 80 წლის მოხუცები საცხოვრებელ სახლში მეზობელმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, ბოლო ორ კვირაში ექვსი ადამიანი დაიღუპა. ანალოგიური მიზეზით რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ცოლქმარი გარდაიცვალა, გორში კი ახალგაზრდა დედაშვილი 100 1-ს მოსწონს
|