![ია ნინიძე: " მე საოცნებო როლები უკვე
ვითამაშე.." image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/2017122300531381694.jpg)
არ არსებობს ახალი წელი გიორგი შენგელაიას საკულტო ფილმის " ვერის უბნის მელოდიების" გარეშე, სადაც ბავშვების როლებს მაია კანკავა და ია ნინიძე ასრულებენ, თავად ია ნინიძე ამბობს: "
მე და მაია დავრჩით იმ გოგონებად, რომლებიც მღერიან "ანა ბანას" და ყოველ ახალ წელს შემოვდივართ თქვენს ოჯახებში.."
![ია ნინიძე: " მე საოცნებო როლები უკვე
ვითამაშე.." image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/2017122300555281694.jpg)
![ია ნინიძე: " მე საოცნებო როლები უკვე
ვითამაშე.." image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/2017122300560581694.jpg)
"ვერის უბნის მეოლოდიები" ია ნინიძის პირველი ფილმი არ ყოფილა, მანამდე, ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში გიორგი დანელიას ფილმში "არ დაიდარდო" სოფიკო ჭიაურელის შვილი განასახიერა, ამის შემდეგ მრავალ ათეულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და იმ პერიოდის, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდა.
![ია ნინიძე: " მე საოცნებო როლები უკვე
ვითამაშე.." image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/2017122300582481694.jpg)
დღეს მრავალი მთავარი როლის შესრულების შემდეგ ამბობს:
" მე საოცნებო როლები უკვე ვითამაშე, საოცნებო არ არის "არ დაიდარდოში" შვიდი წლის ასაკში ითამაშო ბავშვის როლი, სერგო ზაქარიაძესთან და სოფიკო ჭიაურელთან ერთად, "ვერის უბნის მელოდიებში", "პირველ მერცხალში", ასევე მთავარი როლი ფილმში "ციური მერცხლები", საოცნებო არ არის 23 წლის ასაკში გულიკო ითამაშო მონანიებაში? ჯერ კიდევ მოსკოვში ინსტიტუტში სწავლისას ვითამაშე ა. ჩეხოვის " თოლიაში " მთავარი როლი - ნინა ზარეჩნაია, ყველა დროის რუსი გოგონების საოცნებო როლი, ქართველ გოგოს მათამაშეს.. ჩემი ყველა როლი მიყვარს, ჩემი ცხოვრებაა ჩადებული, ამიტომ როცა ასეთ ფილმებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, არ მაქვს უფლება რაიმე მდარეში მივიღო მონაწილეობა, ყველაფერს ვერ დავთანხმდები, მე ჩემი ადგილი, ნიშა მაქვს.." - ია ნინიძე
ფილმიდან "ვერის უბნის მელოდიები"
![ია ნინიძე: " მე საოცნებო როლები უკვე
ვითამაშე.." image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/2017122301054481694.jpg)
ფილმიდან "პირველი მერცხალი"
![ია ნინიძე: " მე საოცნებო როლები უკვე
ვითამაშე.." image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/2017122301062281694.jpg)
კინოფილმიდან " მონანიება"
![ია ნინიძე: " მე საოცნებო როლები უკვე
ვითამაშე.." image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201712/2017122301064481694.jpg)
ია ნინიძე და ზურა ყიფშიძე