ქალი და მამაკაცი როგორი სულისკვეთებით თხოვდებოდნენ ქართველ კაცებზე ევროპელი ქალები მეოცე საუკუნის დასაწყისში 2017, 23 დეკემბერი, 0:18
წარმოდგენის შესაქმენლად თუ როგორი სულისკვეთებით თხოვდებოდნენ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველ მამაკაცებზე ევროპელი ქალბატონები, როგორი ერთგულება იცოდნენ მათ.. საინტერსოა გავეცნოთ ისტორიას ქართველი კინოვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის მშობლების შესახებ. ცნობილია, რომ დედამისი ეკატერინე სლივიცკაია არ იყო ქართველი, ის გახდათ იტალიური წარმოშობის პოლონელი, ნატო ვაჩნაძის მამა გახლდათ გიორგი ანდრონიკაშვილი. მათ ერთმანეთი ვარშავაში გაიცნეს, სადაც სამხედრო მოსამსახურე გიორგი ანდრონიკაშვილი იყო მივლინებული და დაქორწინდნენ. რამდენიმე წელიწადში საქართველოში დაბრუნდნენ, სამშობლოში დაბრუნებულმა გიორგიმ მიიღო დავალება დაეჭირა იმ დროს სახელგანთქმული ყაჩაღი ზელიმხანი, მის დაკავების ოპერაციაში გიორგი ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა.. ეკატერინე სლივიცკაიას ოთხი ბავშვის პატრონობა მარტოს მოუწია..
მას ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, შვილებს თავად ამეცადინებდა და არაჩვეულებრივად ხატავდა. 29 წლის ასაკში დაქვრივებულა და თურმე როცა ულამაზეს ქალბატონს ეკითხებოდნენ, მეორედ რატომ აღარ გათხოვდიო, პასუხობდა: " მე ჩემს ქმარს, გიორგი ანდრონიკაშვილს, მთელი სიცოცხლით მივთხოვდიო."
გიორგი ანდრონიკაშვილი და ეკატერინე სლივიცკაია
ნატო ვაჩნაძე დედასთან ეკატერინე სლივიცკაიასთან და ვაჟთან თენგიზ ვაჩნაძესთან ერთად 315 2-ს მოსწონს
|