x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დაურეგისტრირებელი იარაღით უკანონო ნადირობის ფაქტი დედოფლისწყაროში

image

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქალაქემ, დაურეგისტრირებელი სანადირო იარაღით, უკანონოდ მოინადირა 4 ერთეული კაკაბი.
კაკაბი არ შედის ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალში, შესაბამისად, აღნიშნულ სახეობაზე, სამონადირეო მეურნეობის გარეთ, ნადირობა აკრძალულია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეს ჩამოართვეს არარეგისტრირებული სანადირო იარაღი. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის სიღნაღის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ნადირობის წესების დარღვევის 334 ფაქტი გამოვლინდა. 4 შემთხვევაში ნადირობის ფაქტი დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, ამოღებულია 112 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი).
უშუალოდ კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე 30 ფაქტია აღრიცხული.
0
130
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0