ადმინისტრაციული ქვემო ქედის სკოლის ყოფილი დირექტორი განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის 2017, 11 ნოემბერი, 14:20 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის. სიღნაღის სასამართლომ საქმის განხილვა უკვე დაიწყო. რევაზ ბაიაშვილი მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და სახელფასო განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. დირექტორის თანამდებობიდან ბაიაშვილი გასულ წელს აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. მოსარჩელე მხარე დასკვნაში მოყვანილ ნეპოტიზმის, ფინანსური და სხვა სახის დარღვევების ფაქტებს არ აღიარებს და გამარჯვების იმედი აქვს. მოსარჩელე მხარის ადვოკატის, სულხან კაპანაძის განმარტებით, განათლების მინისტრის ბრძანება უკანონოა, რაც მათ სარჩელში არგუმენტებითაა დასაბუთებული. განათლების სამინისტროს პოზიციას სასამართლო სხდომაზე იურისტი მარეხ მაღრაძე იცავდა, ის კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერებაში დარწმუნებულია. ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=bTrF4XcQHFw 94 შეფასება არ არის
|