სიახლეები აზერბაიჯანში ანომალიით დაბადებულმა ბავშვმა მედიკოსები გააოცა 2017, 21 დეკემბერი, 0:09
ყველა მომავალი დედა ჯანმრთელ შვილს ნატრულობს.გამონაკლისი არც აზერბაიჯანელი ქალბატონი ყოფილა, რომლის მიერ დაბადებულმა ბავშვმაც მედიკოსთა გაოცება გამოიწვია.საქმე იმაშია, რომ მამრობითი სქესის ჩვილს ზურგზე მეორე სასქესო ორგანო აღმოაჩნდა. ანომალიური მოვლენის შესახებ ბრიტანული გამოცემა “The Sun" იუწყება.ახლადდაბადებულისა და მისი მშობლების პირადი ინფორმაცია უსაფრთხოების გამო არ საჯაროვდება.უცნობია ბავშვის სახელი და მისი ადგილსამყოფელი.ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვზე ზრუნვას აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარე ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის კვლევითი ინსტიტუტის ექიმები ახორციელებენ.კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების ექიმ-სპეციალისტმა, გუნდუზ აგაიევმა საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა ჩვილზე და საბოლოოდ დაადგინა, რომ მის ზურგზე არსებული სასქესო ორგანო ეკუთვნის ბავშვის პარაზიტ ტყუპისცალს.
ისეთი ანომალია, როგორიცაა სასქესო ორგანოს ზურგის არეში გამოზრდა, აიხსნება შემდეგნაირად: საშვილოსნოში იზრდებოდა ორი ნაყოფი, რომელთაგან ერთი უფრო სიცოცხლიუნარიანი იყო, ვიდრე მეორე.შესაბამისად, ეს უკანასკნელი შეზრდილი იყო პირველის ორგანიზმთან, საბოლოოდ კი სუსტი ნაყოფი დაიღუპა, ხოლო გადარჩენილ ბავშვს დაბადებისას გამოყვა ტყუპისცალის შეზრდის ორგანო.ასეთი შემთხვევები მსოფლიო მედიცინისათვის უცხო არაა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ახალდაბადებულს მისი ტყუპისცალი მუცლიდან ამოაჭრეს.
რაც შეეხება აზერბაიჯანელ ბიჭუნას, მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია და შეზრდილი სასქესო ორგანო უკვე მოკვეთეს ისე, რომ მის სხეულზე არანაირი კვალი არ დარჩენილა და ახლა ის მშობლებთან ერთად ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.
მსგავსი სტატიები: 1.ექვსი ფეხი, ორი თავი, კუდი 2.ექვსი ფეხი, ორი თავი, კუდი (ნაწილი მეორე- ანომალიური ადამიანები) 3.ინდოეთში ფეხმძიმე ბავშვი დაიბადა 4.3 წლის ბავშვს ისეთივე გონებრივი მონაცემები აქვს, როგორც აინშტაინსა და ბილ გეითს 5.კალიფორნიაში უსისხლო ბავშვი დაიბადა 6.ხუთი წლის ბავშვმა დედა-შვილი მანქანით გაიტანა 7.სტუდენტმა ფუტკარს საკუთარ სასქესო ორგანოზე აკბენინა 109 2-ს მოსწონს
|