ფოტოგრაფია მესტიის ფოტოსურათი ვიკიპედიის ფოტოკონკურსში გამარჯვებულ 15 ფოტოს შორის მოხვდა 2017, 20 დეკემბერი, 9:31 ''ვიკის უყვარს ძეგლები'' (Wiki Loves Monuments) - ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსია. მას ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით. სასიხარულოა, რომ წლევანდელ კონკურში გამარჯვებულ 15 ფოტოსურათს შორის სვანური კოშკების ფოტოც აღმოჩნდა.
ფოტოკონკურსის მონაწილეები იღებენ ადგილობივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში (Wikimedia Commons) ათავსებენ. პროექტის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც თავისუფალი ლიცენზიით მოხდება. პირველი კონკურსი ''ვიკის უყვარს ძეგლები'' ჩატარდა ნიდერლანდებში 2010 წელს, როგორც საპილოტე პროექტი. კონკურსმა ტრადიციული სახე მიიღო და შემდგომ წლებში მას ევროპისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა. ვიკიპედიის ქართული განყოფილების ორგანიზებით ბოლო ორი წელია კონკურსში საქართველოც მონაწილეობს.
წლევანდელ კონკურსში მონაწილე თითოეული ქვეყნიდან გადაგზავნილ საუკეთესო 489 ფოტოს შორის საერთაშორისო ჟიურიმ 15 რჩეული გამოავლინა. მათ შორისაა მესტიის ფოტოც, რომელიც უკრაინელმა ფოტოგრაფმა დმიტრო ბალხოვიტინმა გადაიღო. სვანური კოშკებისთვის გადაღებულმა სურათმა კონკურსში მე-13-ე ადგილი დაიკავა.
1 ადგილი - ხანდობას ტაძარი მახარაშტრაში, ინდოეთი მე-2-ე ადგილი: სამლოცველო ტაილანდში მე-3-ე ადგილი: საღამოს ლოცვა ბაითულ - მუქარამის მეჩეთში, დაკა, ბანგლადეში მე-4-ე ადგილი: სპირალური კიბე ბარონ ემპაინის სასახლეში, კაირო, ეგვიპტე მე-5-ე ადგილი: ვერუკოლეს ციხესიმაგრე, ტოსკანა, იტალია მე-6-ე ადგილი: ოთახი ვერუკოლეს სასახლეში, ტოსკანა, იტალია მე-7-ე ადგილი: მარტოსული მლოცველი ბაითოლ-მუჰარამის ნაციონალურ მეჩეთში, დაკა, ბანგლადეში მე-8-ე ადგილი: ღვთისმშობლის ტაძარი (ბაზილიკა) მონრეალში, კანადა მე-9-ე ადგილი: მზის ჩასვლა ბუდისტური ტაძრის ფონზე, ბანგკოკი, ტაილანდი მე-10-ე ადგილი: მთვარის შუქით გაბრწყნებული სიდნეის ოპერის შენობა, ავსტრალია მე-11-ე ადგილი: ბრაიტონის კარიბჭე, დიდი ბრიტანეთი მე-12 ადგილი: კაზინო ვაისბადენში, გერმანია მე-13-ე ადგილი: სვანური კოშკები ღამით, საქართველო (ფოტოს ავტორია უკრაინელი ფოტოფრაფი დმიტრო ბალხოვიტინი) მე-14-ე ადგილი: ტაბატაბეის მეჩეთი, კაშანი, ირანი მე-15-ე ადგილი: კომაჩიოს უძველესი სასახლე და ხიდი, ფერარა, იტალია 183 12-ს მოსწონს
|