ფოტოგრაფია 16 ფოტოგამოცანა მათი შემდგომი გაშიფვრით 2013, 15 ნოემბერი, 23:30 გთავაზობთ რამოდენიმე უჩვეულო ფოტოგრაფიის ნაკრებს, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, თუ რამდენი არაორდინარული, საშიში, მაგრამ მშვენიერი რამ არის ჩვენს გარემომცველ სამყაროში.
1.თქვენი აზრით, ეს რა არის? რკინიგზის მშენებლებმა ხუმრობა გადაწყვიტეს?
სულაც არა... ეს მიწისძვრისაგან დაზიანებული რკინიგზაა ახალ ზელანდიაში.
2.როგორ ვისწავლოთ წყალზე სიარული? ვერანაირად ვერ ვისწავლით, უბრალოდ ფოტოს გადაღებისათვის საჭირო მომენტი უნდა დავიჭიროთ. 3.აი ამ სურათის ავტორმა ეს მომენტი ზუსტად დაიჭირა. 4.ეს ფოტოშოპი სულაც არაა...არსებობს ძაღლის ჯიში, რომელსაც ასეთი გრძელი ფეხები აქვს. 5.როდის მოასწრეს ანდროიდების გამოგონება? ფოტოზე უკრაინელი გოგონა ვალერია ლუკიანოვაა, რომელმაც მოახერხა და უამრავი პლასტიკური ოპერაციის წყალობით ბარბის დაემსგავსა. 6.-ვაი, თქვენ მგონი შეცდომით მოუხვიეთ. -დამშვიდდით, ეს ასაფრენი ზოლი გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ზუსტად ასეა დაპროექტებული და ის ავტობანის ზემოთ მდებარეობს. 7.ადამიანი ფიქრობს ცხოვრების დასასრულზე იახტის ჩაძირვის წინ? სულაც არა, ის გვიჩვენებს თავის ნიჭს შეინარჩუნოს წონასწორობა, ხოლო იახტას ზუსტად ასეთი, გადაბრუნების პირას მყოფი გემის დიზაინი აქვს. 8. ეტყობა, მთა ძალიან განარისხეს... 9.ამ ფოტოს ნახვისას შეიძლება გავიფიქროთ, რომ ევროპა არცთუ ისე მშვიდი და კონსერვატიულია, როგორც შორიდან ჩანს. სინამდვილეში ამ რეკონსტრუქციის ავტორი როცა ასეთ პროექტს ამუშავებდა, რბილად რომ ვთქვათ, "მთლად დალაგებულ ჭკუაზე ვერ იყო". 10.ესენი რეალური ხეებია პოლონეთის ტყეში. 11. -ღმერთო ჩემო, ეს რა ურჩხულებია? ეს მხოლოდ და მხოლოდ წყალმცენარეებია ზღვის მოქცევის დროს. 12.კატა ვენერას ბუნებრივი შეფერილობა, რომელმაც ის ისეთი პოპულარული გახადა, რომ იძულებული გახდა საკუთარი გვერდი გაეხსნა ფეისბუქში. 13.მართლაც რომ ორიგინალური სკულპტურაა. მოდით, მას დავარქვათ:"დაიჭირეთ ჩამოვარდნილი ცა". 14.ზღვის ორი დინება ხვდება ერთმანეთს. 15.ტანმოვარჯიშის გასაოცარი მოქნილობა და ფოტოგრაფის მიერ ზუსტად დაჭერილი მომენტი. 16. ეს სულაც არაა ცაში მოლივლივე ადამიანები, ეს უჩვეულოდ ლამაზი მარილიანი ტბაა ბოლივიაში, რომელიც ხანდახან, წვიმის შემდეგ, სარკედ გადაიქცევა. 1695 18-ს მოსწონს
|