კინო " არ ვიცი რამ გადაგვარჩინა, ალბათ, მედეა ძალიან ლამაზი იყო " - ლაშა თაბუკაშვილი 2017, 19 დეკემბერი, 0:46 რეზო თაბუკაშვილის და მედეა ჯაფარიძის წყვილი ერთ-ერთი გამორჩეული ტანდემი გახლდათ ქართული კინოს, კულტურისა და ლიტერატურისთვის. მედეა ჯაფარიძე - ქართული კინოს მშვენება. რეზო თაბუკაშვილი - ქართული კულტურის დიდი მოამაგე გახლდათ. მათ ოჯახზე უამრავ საინტერესო ისტორიას ჰყვებიან, ერთ-ერთი გამორჩეულია, თუ როგორ იხსენებს, მათი ვაჟი, ცნობილი დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი რუს ჯარისკაცებთან მომხდარ ინციდენტს, მას ეჭვი აქვს, რომ მაშინ მათი ოჯახი, დედის, მედეა ჯაფარიძის სილამაზემ გადაარჩინა.
ფოტოზე რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე როგორც ამბობენ, ეს ინციდენტი 1953 წლის 9 მარტის ცნობილი მოვლენების პერიოდში მოხდა, ლაშა თაბუკაშვილი იხსენებს, რომ იმ დროს მთელი რუსთაველის პროსპექტი სავსე იყო რუსის ტანკებითა და ჯარისკაცებით, ისინი სწორედ რუსთაველის პროსპექტზე ცხოვრობდნენ ტანკები კი მათ ფანჯრებთან იყო მიყენებული.. სახლში საღამოს დაბრუნებულმა რეზომ გააღვიძა 5-6 წლის ლაშა, მიიყვანა ფანჯარასთან, გადაახედა და რუსულად უთხრა, აი, ესენი არიან შენი ქვეყნის მტრები, კარგად დაიმახსოვრეო. ჯარისკაცებმა გაიგონეს ეს ნათქვამი და გინება დაიწყეს მათი მიმართულებით, ამის გაგონებაზე რეზო თაბუკაშვილი აივნიდან გადახტა და ქვემოთ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, უკვე ხიშტზე უპირებდნენ აგებას, როცა სახლიდან პერანგის ამარა, ფეხშიშველი მედეა ჯაფარიძე გამოიქცა და რეზოს გადაეფარა, ლაშა იხსენებს: ".. არ ვიცი იმ ღამით რამ გადაგვარჩინა, ალბათ, მედეა ძალიან ლამაზი იყო.." მედეა ჯაფარიძე კინოფილმიდან "ქეთო და კოტე" შექსპირის სონეტები, რომლებიც არაჩვეულებრივად თარგმნა ქართულ ენაზე რეზო თაბუკაშვილმა სწორედ მედეა ჯაფარიძეს ეძღვნება. პრეზენტაციაზე რეზოს მედეასთვის სახალხოდ უთქვამს, თუ შექსპირს როგორც ლირიკოსს საქართველოში თავი არ მოეჭრა შენ უნდა გიმადლოდეს, რადგან ეს თარგმანები შენ გეძღვნებაო. ფოტოზე მედეა ჯაფარიძე, რეზო და ლაშა თაბუკაშვილები. მედეა ჯაფარიძე ვაჟთან, ლაშა თაბუკაშვილთან ერთად 974 4-ს მოსწონს 1-ს არა
|