სხვა დედოფლისწყაროელმა არსენ ყარაგვეზაშვილმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა 2017, 18 დეკემბერი, 12:46
16-17 დეკემბერს თურქეთის ქალაქ სტამბულში მსოფლიო თასი გაიმართა შერეულ ორთაბრძოლებში, სადაც საქართველოც მონაწილეობდა.
დედოფლისწყაროელი მებრძოლი არსენ ყარაგვეზაშვილი W.T.O ვერსიით შერეულ ორთაბრძოლებში (TO KI MA) მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ქალაქ სტამბულში მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ნოკაუტით დაამარცხა თურქი მებრძოლი ემილხან ქალჰანი. როგორც მისი მწვრთნელი, თამაზ ყარაგვეზაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, იგი საქართველოდან W.T.O ვერსიით პირველი ჩემპიონია ორთაბრძოლების ამ სახეობაში. „მსოფლიო თასზე მიწვეული ვიყავი, როგორც პროფესიონალი მებრძოლი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ სახეობაში პირველად მოვსინჯე საკუთარი შესაძლებლობები. მინდოდა შერეულ ორთაბრძოლებშიც მიმეღო მონაწილეობა. ამჯერად შევხვდი თურქ მებრძოლს და გამიმართლა., აშკარა უპირატესობით, ნოკაუტი დავაფიქსირე, “ - აღნიშნავს არსენ ყარაგვეზაშვილი. არსენ ყარაგვეზაშვილი 2014 წლიდან მსოფლიო ჩემპიონია კიკბოქსინგში, ასევე ფლობს პროფესიონალურ ქამარს ტაილანდურ კრივში K1-ში. ის ახლა ბრუნდება საქართველოში. 94 1-ს მოსწონს
|