x
image
ვიზა კოხაძე
იმერული ჩურჩხელის მომზადების საუკეთესო მეთოდი

image

საქართველო გამორჩეული ქვეყანაა არა მარტო ადგილმდებარეობით, არამედ ჩვენთან გავრცელებული უგემრიელესი და საამაყო კერძებით, ღვინით, საცივით, ხაჭაპურით და რა თქმა უნდა ჩურჩხელებით. როგორც იტყვიან კახური ჩურჩხელა აღიარებულია მთელს რეგიონში, მაგრამ არც იმერული ჩურჩხელაა გემოვნებით ნაკლები, რომელსაც იმერლები ძირითადად თხილით ამზადებენ.

სტატიაში შემოგთავაზებთ იმერული ჩურჩხელის მომზადების წესს.image5 კილოგრამი თხილი საკმარისია 20 წყვილი ჩურჩხელის ამოსავლებად. თხილი უნდა გავათეთროთ, ამიტომ მას ვათავსებთ მოზრდილ ჯამში და ვასხავთ ადუღებულ წყალს. მალევე ვიწყებთ თხილის გათეთრებას დანის პირით. შემდეგ ვაცვამთ ძაფზე და ვამზადებთ ამოსავლებად. 20 წყვილი ჩურჩხელის ამოსავლებად საკმარისია 7 ლიტრი ყურძნის ტკბილი.imageimageimageვასხავთ ქვაბში 6 ლიტრ ტკბილს და ვამატებთ 6 ჩაის ჭიქა პურის ფქვილს + 6 ჩაის ჭიქა მჭადის ფქვილი. ნელ ცეცხლზე ვიწყებთ თათარის მოდუღებას. აუცილებელია თავდაპირველად თათარა ხელით გავხსნათ და როცა მთლიანად გაიხსნება, შემდეგ შეგვიძლია ხის ჩოგანი დავიხმაროთ. როდესაც მასა ადუღებას დაიწყებს, ვამატებთ 5 სუფრის კოვზ წაბლის თაფლს, აქედაც ზუსტად ნახევარი საათია საჭირო. რომ ჩურჩხელების ამოვლება დავიწყოთ.მორიგეობით ვავლებთ ჩურჩხელებს ქვაბში და ვათავსებთ წინასწარ მომზადებულ ჯოხზე. პირველი ამოვლების პროცედურა აქ მთავრდება. შემდეგ იწყება უფრო მნიშვნელოვანი ამოვლების პროცედურა, რომელიც გარკვეულ სიხასხასეს და სილამაზეს აძლევს ჩვენს ჩურჩხელებს..შენახული გვაქვს ერთი ლიტრი ყურძნის ტკბილი, რომელიც ქვაბში არ ჩავასხით. ამ ერთ ლიტრ ტკბილს ვასხამთ ქვაბში დარჩებილ თათარასთან და ვურევთ მანამ, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ თათარა შეთხელდა და მზად არის ამოსავლებად.

image
მეორე ამოვლება ხდება უკვე ხელახლა ადუღებულ, გათხელებულ მასაში. 20 - ვე ჩურჩხელას თავიდან ვავლებთ და ვაწყობთ ხის ჯოხზე.გაითვალისწინეთ, ჩურჩხელები არ შეიძლება ქარში ან ზედმეტ სითბოში გამოვფინოთ ( შესაძლებელია დასკდეს ), ამიტომ სასურველია მისი განლაგება შედარებით გრილ ადგილზე.


ასე, რომ იმერული ჩურჩხელა მზად არის და გემრიელად მიირთვით.

0
1288
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0