x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512557
რატომ შექმნა ღმერთმა ბოროტება? პასუხი შთამბეჭდავი და სულისშემძვრელია!
image



უნივერსიტეტის პროფესორმა თავის სტუდენტებს ასეთი შეკითხვა დაუსვა:

– რაც არსებობს, ყველაფერი ღმერთის შექმნილია?



ერთმა სტუდენტმა თამამად უპასუხა:



– დიახ, ღმერთის შექმნილია.

– ღმერთმა შექმნა ყველაფერი? – იკითხა პროფესორმა.


– დიახ სერ – უპასუხა სტუდენტმა.


პროფესორმა ჰკითხა:


–ღმერთმა თუ ყველაფერი შექმნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა შექმნა ბოროტება, რაკი ის არსებობს. და იმ პრინციპს თანახმად, როდესაც ჩვენი საქმენი ღაღადებენ თუ ვინ ვართ ჩვენ, ნიშნავს იმას, რომ ღმერთია ბოროტება.

სტუდენტი გაჩუმდა ასეთი პასუხი რომ მოისმინა. პროფესორი ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. მან ხომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა სტუდენტებთან და წაიტრაბახა, რომ ღმერთის რწმენა - ეს მითია.
კიდევ ერთმა სტუდენტმა აიწია ხელი და თქვა:
–შეიძლება გკითხოთ პროფესორო?

– რა თქმა უნდა, - უპასუხა პროფესორმა.


სტუდენტი ადგა და იკითხა:

– პროფესორო, არსებობს სიცივე?

– ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა, არსებობს. არასოდეს შეგცივნია შენ?



—სტუდენტებმა გაიცინეს ახალგაზრდას კითხვაზე. მან უპასუხა:
– სინამდვილეში, სერ, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად ის, რასაც ჩვენ სიცივედ ვთვლით, სინამდვილეში სითბოს არარსებობაა.
აბსოლიტური ნული (-460 გრადუსი ფარენგეიტის მიხედვით) არის სითბოს სრული არ არსებობა. მატერია მთლიანად ინერტული ხდება და ამ ტემპერატურაზე რეაგირებას ვერ ახდენს. სიცივე არ არსებობს. ეს სიტყვა შევქმენით ჩვენ იმის აღწერისთვის, თუ რას ვგრძნობთ სითბოს არ არსებობისას.
სტუდენტმა გააგრძელა:


-პროფესორო, სიბნელე არსებობს?


- რა თქმა უნდა, არსებობს.


- თქვენ ისევ არ ხართ მართალი, სერ. სიბნელეც არ არსებობს. სიბნელე სინამდვილეში არის სინათლის არ არსებობა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიუტონის პრიზმა იმისთვის, რომ თეთრი შუქი დავშალოთ მრავალ ფერებად და შევისწავლოთ თითოეული ფერის ტალღები.
ჩვენ არ შეგვიძლია გავზომოთ სიბნელე. უბრალო სხივს შეუძლია შევიდეს სიბნელის სამყაროში და გაანათოს იგი. როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად ბნელია რომელიმე სივრცე? თქვენ განსაზღვრავთ რა რაოდენობის სინათლეა წარმოდგენილი. ასე არ არის? სიბნელე, ეს ცნებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმისთვის, რომ აღწეროს, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც არ არის სინათლე.
დასასრულს ახალგაზრდამ ჰკითხა პროფესორს:
– სერ, ბოროტება არსებობს?
ამჯერად პროფესორმა ყოყმანით უპასუხა:
– რა თქმა უნდა. მე უკვე ვთქვი. ყოველ დღე ვხედავთ მას. ადამიანების სისატიკე, დანაშაული და ძალადობა მთელს მსოფლიოში. ეს სხვა არფერია თუ არა ბოროტების გამოვლინება.
ამაზე სტუდენტმა უპასუხა:
–ბოროტება არ არსებობს სერ, სულ მცირე- არ არსებობს თვითონ მისთვის. ბოროტება ეს ღმერთის არ არსებობაა. ის გავს სიბნელეს და სიცივეს – სიტყვას, ადამიანის მიერ შექმნილს იმისთვის, რომ აღწეროს ღვთის არ არსებობა. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება. ბოროტება არ არის რწმენა ან სიყვარული, რომელიც არსებობს როგორც სინათლე და სითბო. ბოროტება - ეს შედეგია ადამიანის გულში ღვთიური სიყვარულის არ არსებობისა. ეს მსგვსია სიცივისა, რომელიც დგება მაში, როდესაც სითბო არ არის, ან ჰგავს იმ სიბნელეს, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც სინათლე არ არის.
image

ეს სტუდენტი იყო - ალბერტ ეინშტეინი...
იხილეთ ასევე:
0
1202
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
1202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0