x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რელიგიის შესახებ დაწერილი საუკეთესო აფორიზმები და ციტატები
image

აქ შეკრებილია დოგმებისგან და შეფასებებისგან თავისუფალი აფორიზმები და ციტატები რელიგიის შესახებ _ სწორედ ასეთ აფორიზმებში, როგორც სარკეში, აისახება სამყარო. ამ სიტყვების ავტორებმა იციან რაზეც საუბრობენ. ამიტომ, რელიგიის შესახებ აფორიზმების და ციტატების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც თქვენს გონებას სხვისი კონცეფციებით ავსებენ, ეს სიტყვები პირიქით, გათავისუფლებენ ყველანაირი ზეწოლისგან, რის შედეგადაც თქვენს გონებაში ჩნდება თავისუფალი სივრცე ყველაზე მთავარისთვის _ შემოქმედებისთვის.



კარლ იუნგი.


image


მე არ მწამს ღმერთის. მე ვიცი. ( პასუხი კითხვაზე- წამს თუ არა ღმერთის)



მაჰათმა განდი imageღმერთს არ აქვს რელიგია



ოსკარ უაილდი image

ტაძარში ყველა სერიოზული უნდა იყოს, იმის გარდა, ვინც კულტის საგანია.



ბენდჟამენ დიზრაელი image
ყველა გონიერი ადამიანი ერთმორწმუნეა. რომელის? გონიერი ადამიანები ამაზე არასოდეს საუბრობენ.


გრემ გრინი image

ერესი - ეს მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი აზროვნების მეორე სახელია.




image

ვლადიმერ ნაბოკოვი imageღმერთთან არ მოდიან ექსკურსიაზე გიდთან ერთად_ მოდიან მხოლოდ მარტოხელა მოგზაურები.


ისიპ ბრიკი image

ღმერთი არის, მაგრამ მე არ მწამს მისი.


ჟორჟ სიმენონი image
მე ვკითხულობ სისხლის სამართლის კოდექსს და ბიბლიას. ბიბლია - სასტიკი წიგნია. ალბათ ყველაზე სასტიკი, რაც ოდესმე დაწერილა.


ჩიფ დენ ჯორჯი image

(ამერიკელი ინდიელი). როდესაც თეთრი ადამიანი მოვიდა, ჩვენ გვქონდა მიწა, მას კი ბიბლია. ახლა კი მას აქვს მიწა მთლიანად, ჩვენ კი მხოლოდ ბიბლია.



ნიკოლო მაკიაველი imageმე მსურს მოვხვდე ჯოჯოხეთში, და არა სამოთხეში. იქ მე დავტკბები პაპების, მეფეების
და ჰერცოგების საზოგადოებით, მაშინ, როდესაც სამოთხე დასახლებულია მხოლოდ უპოვარებით, ბერებით და წმინდანებით.


ბერნარდ შოუ image

შობა წლის ის დროა, როდესაც ჩვენ უნდა შევიძინოთ ის ნივთები, რომლებიც არავის არ ჭირდება, და ვაჩუქოთ ისინი ადამიანებს, რომლებიც ჩვენ არ მოგვწონს.


გილბერტ ჩესტერტონი imageიმაზე, კარგია თუ არა ესა თუ ის რელიგია, უნდა იმსჯელოთ იმისდა მიხედვით, შეგიძლიათ თუ არა იხუმროთ რელიგიურ თემებზე.

image

საადი image

ადამიანები იბადებიან მხოლოდ სუფთა ბუნებით, და მხოლოდ შემდეგ აკეთებენ მათ მშობლები იუდეებად, ქრისტიანებად ან ცეცხლთაყვანისმცემლებლად.


დენი დიდრო image

ადამიანი არასოდეს გახდება თავისუფალი, სანამ თავისი გონებიდან არ განდევნის ღმერთს.



ანტონ ჩეხოვი image„ღმერთი არსებობს“ და „ღმერთი არ არსებობს“ შორის უზარმაზარი მინდორია, რომელსაც ძალიან დიდი სირთულით მხოლოდ ჭეშმარიტი ბრძენი გადის.



ოსკარ უაილდი image

რწმენის ჭეშმარიტების ჯერათ არა იმიტომ, რომ ის გონივრულია, არამედ იმიტომ, რომ მათ ხშირად იმეორებენ.


ლუდოვიკო XIV მალპლაკესთან ფრანგული ჯარის დამარცხების შემდეგ

image

ნუთუ ღმერთმა ყველაფერი დაივიწყა, რაც მე მისთვის გამიკეთებია?


ჰენრიხ ჰეინე image

შემთხვევითი ვიზიტები შეშლილების სახლში გვიჩვენებს, რომ რწმენა არაფერს არ ამტკიცებს.


მონტესკიე image

სამკუთხედებს რომ შეექმნათ თავისი ღმერთი, ის იქნებოდა სამგვერდიანი.




image



ფრიდრიხ ნიცშე imageთვითონ სიტყვა „ქრისტიანობა“ დაფუძნებულია გაუგებრობაზე; არსებითად, ქრისტიანი ერთი იყო, და ისიც ჯვარზე მოკვდა.


ალბრტ შვეიცერი image
რეგულარულ ვიზიტს ეკლესიაში ისევე არ შეუძლია ადამიანი ქრისტიანი გახადოს, როგორც გარაჟის რეგულარულ ვიზიტს არ ძალუძს მძღოლად აქციოს ადამიანი.


ალბერ კამიუ image

ღმერთის გარეშეც შეიძლება იყო წმინდანი.


ოსკარ უაილდი image

რწმენა ჭეშმარიტებად არ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის ვიღაც კვდება.


დენი დიდრო image

რას ფიქრობთ წმინდა პანკრატის შესახებ, რომლის ხსოვნასაც პატივს მიაგებენ და ზეიმობენ ორ ერთმანეთის კონკურენტ ეკლესიაში: ერთი თავის ქალა ეკუთვნოდა პანკრატის, როცა ის იყო 22 წლის, ხოლო მეორე თავის ქალა _როცა ის იყო 36 წლის.



სემუელ ბატლერი image

ღმერთი კმაყოფილი იყო თავისი ქმნილებით, აი ესაა საშინელება.


ბრუკს ატკინსონი imageმე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ეკლესიასთან მანამ, სანამ ის არ ერევა უზენაესის საქმეებში.





image





ფრანკ ზაპპა image

რელიგიას და სექტას შორის ერთადერთი განსხვავება მდგომარეობს იმ უძრავი ქონების რაოდენობაში, რასაც ისინი ფლობენ.


კლოდ ჰელვცი image

რელიგიას და ზნეობრიობას შორის საერთო არაფერია.


ჰენრი მენკენი image

უზენაესი - კომედიანტია, ვის მაყურებელსაც ეშინია სიცილის.


ბერნარდ შოუ image

თუ თქვენ მოსამართლეს თქვენს კანონებს წარუდგენთ, ხოლო მღვდლებს რელიგიას, მაშინ მალე აღმოჩნდება, რომ თქვენ არც კანონები გაქვთ და არც რელიგია.


ლიუდვიგ ფეიერბახი image

დოგმა სხვა არაფერია, თუ არა ფირქის პირდაპირი აკრძალვა.


მიტროპოლიტი პლატონი image

ჩვენი ეკლესიის კედლები ცამდე ვერ აღწევს.


ბერტრან რასსელი image

ყველა დროში, დაწყებული კონსტანტინეს მმართველობიდან, ქრისტიანები სხვა ქრისტიანების მხრიდან უფრო მეტ სასტიკ დევნას განიცდიდნენ, ვიდრე ოდესღაც რომის იმპერატორებისგან.




image

პაპი იოანე XXIII image

ქვეყნად არცერთი წარმართი არ იქნებოდა, ჩვენ რომ ნამდვილი ქრისტიანებივით ვიქცეოდეთ.


ლეგატი პაპი იონე III -ის პასუხი კითხვაზე, როგორ გაერჩიათ ერეტიკოსი, პატიოსანი ქრისტიანისგან.

image

მოკალით ყველა. ღმერთი შემდეგ გაარჩევს ვინაა თავისი და ვინ უცხო.



იოჰან გოეთე imageეკლესიის მთელი ისტორია_ ძალადობის და შეცდომების ნარევია.


ჰენრი მენკენი imageმღვდელი _ ადამიანია, რომელიც სამოთხეში შესასვლელი ბილეთებით სპეკულირებს.


დენის დიდრო image

ქრისტიანს ჩამოართვი ჯოჯოხეთის მიმართ შიში _ და თქვენ მას ჩამოართმევთ რწმენას.



პერსი შელი image

ღმერთის თაყვანისმცემლების მიერ დაღვრილი სისხლი საკმარისი იქნებოდა დედამიწაზე არსებული ყველა სხვა სექტის მიმდევართა დახრჩობისთვის.


ჟიულ რენარი image

არ ვიცი არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ მისივე რეპუტაციისთვის უკეთესი იქნება, რომ არ არსებობდეს.


ფრედერიკ ბეგბედერი imageმას შემდეგ, რაც ადამიანებმა გააკეთეს ღმერთისთვის, მან კეთილი უნდა ინებოს და
უნდა იარსებოს.


ამბროს ბირსი imageილოცო- ნიშნავს ითხოვო, რომ სამყაროს კანონები შეიცვალოს ერთისთვის, და თან ჭეშმარიტად უღირსი მთხოვნელისთვის.


image



ანგელუს სილეზიუსი imageთუ სამოთხე თავად შენში არაა, მაშინ შენ ვერასოდეს ვერ მოხვდები შიგნით.


ჩეზარე პავეზე imageრელიგია - ეს არის რწმენა, რომ რაც გვემართება, საოცრად მნიშვნელოვანია. და სწორედ
ამიტომ იარსებებს ის ყოველთვის.


სიმონა ვეილი image

ორი ადამიანიდან, რომლებიც ღმერთის არსებობაში არ არიან დარწმუნებული, უფრო ახლოსაა მასთან ის, ვინც მას უარყოფს.


უინსტონ ჩერჩილი image

მე მზად ვარ შევხვდე შემოქმედს. სხვა საქმეა, მზადაა თუ არა შემოქმედი ისეთი მძიმე განსაცდელისთვის, როგორიცაა ჩემთან შეხვედრა.


სტანისლავ სტაშიცი, სიკვდილის წინ აღსარების ჩაბარებაზე უარის თქმისას

image

დღეს მე თვით ღმერთთან ვისაუბრებ, რად მჭირდება მე მისი მსახურები.



ოსკარ უაილდი imageრელიგია -რწმენის ძალიან გავრცელებული სუროგატია.


ჯორჯ სევილ გალიფაქსი image

ღმერთმა როგორც ჩანს სპეციალურად შექმნა ადამიანები ასეთი გულუბრყვილოები, მღვდლებმა რომ მათი მოტყუება შეძლონ.


image


ლეშეკ კუმორი imageსამყაროს შექმნიდან მეშვიდე დღეს ღმერთმა დასვენება გადაწყვიტა. და ვშიშობ, რომ ის
ისევ ისვენებს.


ბენჟამინ ჟოვეტი
ჩვენ უნდა გვწამდეს ღმერთი მიუხედავად იმისა, თუ რას საუბრობენ მასზე ეკლესიის
მსახურები.


ევგენიუშ ივანიცკი.
ვირწმუნებდი ღმერთს, მაგრამ მიმდევრების ბრბო მაბნევს.


ჰენრიკ იაგოძინსკი.
მეცნიერების და რელიგიის კომპრომისი: ღმერთმა შექმნა მაიმუნი.


რობერტ ბოლტონი imageრწმენა - არის არა იმდენად ის, თუ იდეების რა რაოდენობას ფლობთ თქვენ, არამედ
იდეების ის რაოდენობა, რომელიც გფლობთ თქვენ.


კურტ მარტი image

ღმერთი? ეს ის უდიდესი შეშლილია, რომელსაც კიდევ ჯერა ადამიანების.


ჟულიენ დე ფალკენარე. შეუძლებელია ერთი რელიგიის სამოთხის იმედი გქონდეს და არ რისკავდე ყველა სხვა რელიგიის ჯოჯოხეთში მოხვედრას.


image

8
2689
17-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2689
  
2020, 28 მარტი, 8:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 9:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 9 ნოემბერი, 10:45
რეგულარულ ვიზიტს ეკლესიაში ისევე არ შეუძლია ადამიანი ქრისტიანი გახადოს, როგორც გარაჟის რეგულარულ ვიზიტს არ ძალუძს მძღოლად აქციოს ადამიანი.
2016, 4 ნოემბერი, 15:21
ქვეყნად არცერთი წარმართი არ იქნებოდა, ჩვენ რომ ნამდვილი ქრისტიანებივით ვიქცეოდეთ.......

ღმერთის თაყვანისმცემლების მიერ დაღვრილი სისხლი საკმარისი იქნებოდა დედამიწაზე არსებული ყველა სხვა სექტის მიმდევართა დახრჩობისთვის.


რეგულარულ ვიზიტს ეკლესიაში ისევე არ შეუძლია ადამიანი ქრისტიანი გახადოს, როგორც გარაჟის რეგულარულ ვიზიტს არ ძალუძს მძღოლად აქციოს ადამიანი.....და კიდევ ბევრი სხვა რააა
2016, 4 ნოემბერი, 15:17
მე მსურს მოვხვდე ჯოჯოხეთში, და არა სამოთხეში. იქ მე დავტკბები პაპების, მეფეების
და ჰერცოგების საზოგადოებით, მაშინ, როდესაც სამოთხე დასახლებულია მხოლოდ უპოვარებით, ბერებით და წმინდანებით.--ეს მაგარი იყო
2016, 4 ნოემბერი, 15:17
მე ძალიან მომეწონა
2016, 4 ნოემბერი, 15:16
ძოგიერთების სიტყვებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მიტომაც გამიჩნდა სურვილი სხვებსაც წაეკითხათ. ....და ეფიქრათ...
2016, 4 ნოემბერი, 15:14
ძალიან საინტერესოა
0 1 8