კახეთი კახეთში პოლიციის სამმართველოს უფროსებს ხსნიან 2017, 16 დეკემბერი, 19:43
კახეთის რეგიონში პოლიციის სამმართველოების უფროსებს ხსნიან. ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის შეცვლას უკავშირდება.
ჩვენს ხელთ არსებული ექსკლუზიური ინფორმაციით, დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსი ვასილ ხმალაძე, სიღნაღის პოლიციის სამმართველოს უფროსი შალვა სიყმაშვილი, გურჯაანის პოლიციის უფროსი შოთა მოსულიშვილი უკვე გაათავისუფლეს. მათ თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ აცნობეს. მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან თანამდებობა დატოვა შს კახეთის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუბუნაურმა. ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტს 2014 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ბუბუნაური დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსად და თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ეყოლება. ვაკანტურ ადგილს შოთა ჭანუყვაძე დაიკავებს, რომელიც ამ დროისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. ასევე გათავისუფლებულია შსს პრესსამსახურის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში. 523 2-ს მოსწონს
|