მსოფლიო ამერიკელმა კანონმდებელმა თავი მოიკლა მას შემდეგ,რაც 17 წლის გოგონას გაუპატიურებაში დასდეს ბრალი 2017, 15 დეკემბერი, 13:56 ![]() ქვედა პალატის წევრმა, დენ ჯონსონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ოთხშაბათს, 13 დეკემბერს. კანონმდებელმა სუიციდი განახორციელა ქალაქ მაუნტ-ვაშინგტონის ხიდზე, სამართლადამცავებმა სწორედ იქ აღმოაჩინეს დებ ჯონსოსნის გვამი, მამაკაცს თავში ცეცხლსასროლი იარაღის გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა, იქვე აღმოაჩინეს იარაღიც. ამავე დღეს პოლიტიკოსმა Facebook-ზე დადო სტატუსი, სადაც აღნიშნავდა, რომ მტკიცებულება იმის შესახებ, თითქოს მან გოგონას მიმართ სექსუალურად იძალადა საფუძველს მოკლებულია, ამასთანავე ჯონსონმა დასძინა, რომ ამ ბოლო პერიოდში ამერიკული პრესა ხშირად ახდენს მსგავი ბრალდებების ტირაჟირებას და საკუთარ თავზე ირგებს "მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულის როლს" დენ ჯონსონი კანონმდებელი 2016 წლიდან გახდა, ამასთანავე იგი იყო ეკლესიის პასტორი, პარალელურად ლუისვილის სკოლებში მოწაფეებს ბიბლიას ასწავლიდა. ![]() შეგახსენებთ, მიმდინარე წელს მთელმა მსოფლიომ აიტაცა მსახიობ ალისა მილანოს ჰეშტეგი-#MeToo (#მეც)სადაც ქალები მათზე განხორციელებულ სექსუალური შევიწროებაზე ან ძალადობაზე ჰყვებიან, სწორედ მსგავსმა ისტორიების გამოაშკარავებამ(სამართლიანად თუ უსამართლოდ ეს ცალკე საკითხია) უამრავი სკანდალური ამბავი გამოაშკარავა, თუმცა ამ ისტერიას უკვე მეორე თვითმკვლელობა მოჰყვა. დაახლოებით ერთი თვის წინ მსგავსი ბრალდების გამო თავი მოიკლა უელსის მთავრობის მინისტრმა, ლეობორისტული პარტიის წევრმა , კარლ სარჯენტმა. ![]()
149 7-ს მოსწონს
|