x
image
კატაპულტი
ლარმა გამყარება დაიწყო.გაგრძელდება თუ არა დოლარის კურსის ვარდნა?!
image

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო. 2017 წლის 8 დეკემბერთან შედარებით ლარი 0, 141 პუნქტით გამყარდა და დღეს ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2, 5597 ლარია. თუმცა დოლარის მაღალი კურსის პერიოდში უკვე მოესწრო საწვავისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ფასების მომატება და როგორც წესი, ეროვნული ვალუტის გამყარების შემდეგ ეს ფასები არ იკლებს ხოლმე.საინტერესოა, როგორ იქნება ამ შემთხვევაში?

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სტატისტიკურად დოლარის კურსი წლის ბოლოსათვის, დეკემბრის შუა ან ბოლო რიცხვებისათვის მცირედით დაეცემა ხოლმე, თუმცა მომდევნო წლის დასაწყისიდან კვლავ ძველ ნიშნულს უბრუნდება და თებერვალ-მარტამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები აღარ შეიმჩნევა ხოლმე სავალუტო ჯიხურებში.

დოლარის ფასის მატება ბუნებრივია მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს მოსახლეობას, გაძვირებულია საყოფაცხოვრებო პროდუქტი და ნივთები.ფასი მოემატა საწვავსაც, როგორც ნავთობ-პროდუქტებს, ასევე ბუნებრივ აირსაც.პირველის შემთხვევაში ბოლო 2თვის განმავლობაში ფასი დაახლოებით 30 თეთრით გაიზარდა, ხოლო ბუნებრივი აირის შემთხვევაში 12 თეთრამდე.


ეკონომიკური გათვლებით, დოლარის კურსი ტურისტების შემოდინების ზრდასთან ერთად უნდა დაეცეს.ეს კი გაზაფხულის ბოლოს ივარაუდება.მანამდე კი არავინ იცის, სადამდე გაუფასურდება კიდევ ლარი და რამდენად მოიმატებს პროდუქტებზე ფასები.

0
216
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0