კინო 50 წლის ნიკოლ კიდმანი ახალ ფილმში მთლიანად გაშიშვლდა 2017, 15 დეკემბერი, 11:10
50 წლის ნიკოლ კიდმანი ბოლო ფილმში The Killing of a Sacred Deer (წმინდა ირემის მკვლელობა )საკმაოდ თამამ სცენას თამაშობს პარტნიორთან, კოლინ ფარელთან ერთად.
ფილმის მთავარი გმირია წარმატებული კარდიოქირურგი სტივენ მერფი(კოლინ ფარელი), რომელსაც ჰყავს ლამაზი მეუღლე ანა(ნიკოლ კიდმანი), შვილები, მდიდრული სახლი, მაგრამ ცხოვრებას უკავშირებს მოზარდ ბიჭს, სახელად მარტინს(ბარი კეოგანი), რომელთანაც საეჭვოდ ბევრ დროს ატარებს, თუმცა შემდეგ ხდება საბედისწერო შეცდომა, რომელიც რიგ ტრაგიკულ მოვლენებს გამოიწვევს. ბრიტანულ-ამერიკული ფსიქოლოგიური დრამა აშშ-ს ეკრანებზე 27 ოქტომბერს გამოვიდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში 3 ნოემბერს, აღმოსავლეთ ევროპაში ფილმი კინოთეატრებში 2018 წლის იანვრიდან გავა. "წმინდა ირემის მკვლელობა" რომლის რეჟისორია ბერძენი იორგოს ლანტიმოსი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე და მიიღო "ოქროს პალმის რტო" საუკეთესო სცენარისთვის. 59 5-ს მოსწონს
|