საზოგადოება ახალი წელი საბჭოთა კავშირში -როგორ გააქრეს ნაძვის ხე კომუნისტებმა და შემდეგ როგორ დააბრუნეს უკან 2017, 12 დეკემბერი, 20:31 ![]() ყველაფერი შეიცვალა 1935 წელს, როდესაც სტალინმა შინაურ წრეში ჩაიბურტყუნა:"ცუდი არ იქნებოდა საბჭოთა ბავშვებს, რომ საახალწლო ნაძვის ხე დავუბრუნოთ, გამოიჩინოს ვინმემ ინიციატივა და მხარს დავუჭერთ." საქმეც უცებ მოაკვარახჭინდა, 1935 წლის 28 დეკემბერს გაზეთ "პრავდაში" იბეჭდება პარტიული მოღვაწის პაველ პოსტიშევის წერილი, რომ "ახალი წელი, -ეს კარგი დღესასწაულია", ხოლო დღეიდან "საშობაო ნაძვის ხეს" "საახალწლო ნაძვის ხე "დაერქმევა.(მალევე "საბჭოთა ახალი წლის" ინიციატორი რეპერესების მსხვერპლი გახდა, იგი 1939 წელს დახვრიტეს) ![]() ![]() ისე გარდაიცვალა სტალინი, რომ მას საბჭოთა ხალხისთვის ახალი წელი არასდროს მიულოცია, ამ მოვალეობას ასრულებდა სკკპ-ს უმაღლესი საბჭოს წევრი მიხეილ კალინინი, 1941 წელს მილოცვის შემდეგ პირველად აჟღერდა საბჭოთა კავშირის ახალი ჰიმნი, ხოლო 1947 წლიდან ახალი წელი უქმე დღედ გამოცხადდა. არც ხრუშჩოვს შეუწუხებია თავი, "არავითარი კულტი'ასეთი იყო ხრუშჩოვის პრინციპი, საბჭოთა ხალხს ახალ წელს ცკ სახელით რადიოთი ლეგენდარული წამყვანი იური ლევიტანი ულოცავდა, შემდეგ იგორ კირილოვი, სამაგიეროდ პირველად ხრუშოვის მმართველობის დროს დიდი ქალაქის მოედნებზე დაიდგა ცენტრალური ნაძვის ხეები, ეს მოხდა 1954 წელს. ![]() 1956 წელს კი გამოდის ელდარ რიაზანოვის საახალწლო მხატვრული ფილმი "კარნავალის ღამე", (მთავარ როლში ლუდმილა გურჩენკო)რომელმაც იმ პერიოდში ყველა რეკორდი მოხსნა, ფილმი 49 მილიონმა მაყურებელმა ნახა. 1962 წელს კი პირველად გავიდა ტელეეთერში საახალწლო "голубой огонек" "голубой огонек"-1985 წელი ალა პუგაჩოვა "პირველი მერცხალი", ვინც საბჭოთა ხალხს ახალი წელი ტელევიზიით მიულოცა, ეს იყო ლეონიდ ბრეჟნევი 1970 წელს.შემდგომ ეს ტრადიცია სხვა საბჭოთა ლიდერებმა გააგრძელეს. საბჭოთა პერიოდში საქართველოში რამდენიმე საინტერესო ფილმი შეიქმნა საახალწლო თემაზე, ან რომელიც საახალწლო განწყობას ხაზს უსვამდა ესენია:"ყვავილი თოვლზე"(1959 წელი), "ვერის უბნის მელოდიები"(1973წ), 'კუჩხი ბედინერი"(1978), ანიმაციური ფილმი "კოჯრის ტყის სიზმრები"(1978)"სათადარიგო ბორბალი", (1978) "ნეილონის ნაძვის ხე"(1985) 572 7-ს მოსწონს
|