x
image
Maia kordzadze
15 პატარა ცვლილება, რომელიც შეგიძლიათ 2018 წელს შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში
image


ამ წელს, გრანდიოზული მიზნების დასახვა საჭირო არაა, რომლებიც შეიძლება სასურველია თქვენთვის, მაგრამ არაასრულებადი. სცადეთ მხოლოდ პატარა ცვლილებები შეიტანოთ, ეტაპობრივად და საკმაოდ ნელ-ნელა. მერწმუნეთ, მათ უფრო მეტი დადებითი გავლენა ექნება თქვენს ცხოვრებაზე.


1. მოინახულეთ მეგობრები კვირაში ერთხელ მაინც.


2. სოციალური ქსელებიდან ამოიღეთ თქვენი ყოფილი მეგობრები.



3. შეიყვანეთ თქვენს ცხოვრებაში უფრო მეტი ადამიანები და მოვლენები.


4. გადაყარეთ არაჯანსაღი საკვები და იკვებეთ მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტით. რადგან, როცა გარეგნულად კარგად გამოიყურებით, შინაგანადაც კარგად იგრძნობთ თავს.


5. თუ სამედიცინო გამოკვლევას იგნორირებას უკეთებთ, არ გირჩევთ. გადადგით გამბედავი ნაბიჯი ამ მხრივ. მერწმუნეთ, თქვენი მორალური და ფიზიკური ჯანმრთელობა ამად ღირს.


6. ჩამოწერეთ ყველა მიზეზი, რის გამოც საკუთარი თავი გიყვართ. ეს სია ყოველთვის თან იქონიეთ. დეპრესიის, უიმედობის და სასოწარკვეთილების მომენტებში, ძალიან გამოგადგებათ.


7. იპოვეთ დრო თქვენთვის, რაგინდ ძალიან დატვირთული არ უნდა იყოთ სამუშაო გრაფიკით. აირჩიეთ მინიმუმ ერთი საათი და დაჯექით წყნარ და მშვიდ ადგილზე, რათა "ტვინი" დაასვენოთ.


8. გაიხსენეთ თქვენი ძველი გატაცება და ჰობი, რისთვისაც არასოდეს არ გაქვთ დრო. მთავარია - დაიწყოთ.


9. თუ თქვენ წარუმატებელი შეხვედრა გქონდათ, არ იდარდოთ. ჩვენს სამყაროში, როგორც ზღვაში, ბევრია სხვადასხვა გემოვნების თევზი.


10. თუ ფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ რაღაცაზე ან ვიღაცაზე გაღიზიანებული ან უკმაყოფილონი ხართ. დაწერე წერილი, რომელიც გამოხატავს თქვენს გრძნობებს. და შემდეგ დაწვით.


11. მიეცით ყველას შანსი! ნუ დაემდურებით პირებს იმისთვის, რომ მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ პოლიტიკაზე ან რელიგიაზე.


12. დარწმუნდით, რომ თქვენ გარემოცვაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც უხარიათ თქვენი წარმატება, და არ გიგებთ მახეს. აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვისაც თქვენი კარგი არ სურს. დააყენეთ მაღალი სტანდარტები.


13. შეიძლება საყვარელ ადამიანს გული ატკინოთ. აგრეთვე ვისაც უყვარხართ, მანაც შეიძლება გატკინოთ გული. მაგრამ ეს მხოლოდ გაუთავებელი პროცესის ნაწილია. არ გაბრაზდეთ, ჩათვალეთ რომ ამით იძენთ გამოცდილებას.


14. ნუ დააჩაგვრინებთ თავს ნურავის. იცოდეთ თქვენი თავის ფასი და ღირსება. დააფასეთ თქვენი უნიკალურობა. სიყვარულს მაშინ იპოვნით, როცა ჭეშმარიტად გეყვარებათ საკუთარი თავი.


15. იყავი მომთმენი. წინ თვენ კიდევ ბევრი ახალი, საინტერესო და უნიკალური სიახლეები გელით.


image


0
30
10-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0